ჩვენთვის ეს ძალზე საყურადღებო და სასურველი ამბავია, თუ გამართლდება ვარაუდი, რომ ამ დროისთვის შესაბამისი ასაკის ქართული ნაკრები პერსპექტიული კონტინგენტით იქნება დაკომპლექტებული.
ცნობილი გახდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ყოფილი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ამიერიდან უეფას სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამწვრთნელო პროგრამაში ჩაერთვება და ეროვნული ნაკრებების მწვრთნელებს სემინარებით დაეხმარება.
2014 წელს მალტაში, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, უეფა საჯარიმოს ექსპერიმენტულ
დაბოლოს - პოლიტიკური მიზეზების გამო უეფა ერთმანეთში არ ათამაშებდა აზერბაიჯან-სომხეთს, რუსეთ-საქართველოსა და ესპანეთ-გიბრალტარს. საქართველოსა და რუსეთზე ეს შეზღუდვა 2008 წლის შემდეგ ვრცელდებოდა. მიზეზი აგვისტოს ომი გახდა, რომლის შემდეგაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კავშირები გაწყდა.
ეს შეზღუდვა 5 წლის შემდეგ მოიხსნა. აღმასკომის დასრულების შემდეგ უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ ევრო 2016-ის შესარჩევ ეტაპზე ამ ორი ქვეყნის ნაკრები ერთ ჯგუფში სათამაშოდ მზად არის.
"გარკვეული ეჭვები ამ ქვეყნების საფეხბურთო ორგანიზაციების ხელმძღვანელთა წერილებმა გამიქარწყლა. მოხარული ვიქნები, თუ რუსეთი და საქართველო ერთმანეთს კვლავ უმასპინძლებენ", - ამბობს პლატინი.
საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 23 თებერვალს, ნიცაში გაიმართება. საქართველო V კალათაში მოხვდა, რუსეთი - პირველში, რაც იმას ნიშნავს, რომ მასთან ჯგუფში მოხვედრა თეორიულად შესაძლებელია.
ისე, კაცმა რომ თქვას, პირველი კალათიდან უფრო სასურველი მეტოქე ძნელი "ასარჩევია", რადგან ჩვენი ნაკრები გამორჩეული ენთუზიაზმითა და, რაც მთავარია, მოსაგებად სწორედ რუსეთთან თუ იბრძოლებს.
ნაკრებები კალათებში ასე გადანაწილდა:
I - ესპანეთი (ევროპის ჩემპიონი), გერმანია, ჰოლანდია, იტალია, ინგლისი, პორტუგალია, საბერძნეთი, რუსეთი, ბოსნია.
II - უკრაინა, ხორვატია, შვედეთი, დანია, შვეიცარია, ბელგია, ჩეხეთი, უნგრეთი, ირლანდია.
III - სერბეთი, თურქეთი, სლოვენია, ისრაელი, ნორვეგია, სლოვაკეთი, რუმინეთი, ავსტრია, პოლონეთი.
IV - ჩერნოგორია, სომხეთი, შოტლანდია, ფინეთი, ლატვია, უელსი, ბულგარეთი, ესტონეთი, ბელორუსი.
V - ისლანდია, ჩრდ. ირლანდია, ალბანეთი, ლიტვა, მოლდოვა, მაკედონია, აზერბაიჯანი, საქართველო, კვიპროსი.
VI - ლუქსემბურგი, ყაზახეთი, ლიხტენშტაინი, ფარერები, მალტა, ანდორა, სან მარინო, გიბრალტარი.
შესარჩევი ციკლის მატჩების თარიღებია: 7-9 სექტემბერი (2014), 9-11 ოქტომბერი (2014), 12-14 ოქტომბერი (2014), 14-16 ნოემბერი (2014), 27-29 მარტი (2015), 12-14 ივნისი (2015), 3-5 სექტემბერი (2015), 6-8 სექტემბერი (2015), 8-10 ოქტომბერი (2015), 11-13 ოქტომბერი (2015).
ფინალურ ეტაპზე ჯგუფის პირველი ორი გუნდი და ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი ავტომატურად გავა. დანარჩენი 4 საგზურისთვის კი 8 მესამეადგილოსანი 2015 წლის 12-14 და 15-17 ნოემბერს ერთმანეთს პლეი ოფის მატჩებში შეხვდება.
ფინალური ეტაპის წილისყრა 2015 წლის 12 დეკემბერს შედგება, ხოლო საფრანგეთი ჩემპიონატს 2016 წლის 10 ივნისიდან 10 ივლისამდე უმასპინძლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"