ეროვნული ნაკრები 5 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიხტენშტეინს დაუპირისპირდება.
წლის სადებიუტო მატჩისთვის მოსამზადებლად ქართველი ფეხბურთელები ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" 3 მარტიდან შეიკრიბებიან.
თემურ ქეცბაიამ ამხანაგური თამაშისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ორი დებიუტანტია: არნემის "ვიტესის" წევრი ვალერი ყაზაიშვილი და რუმინეთის "კლუჟის" ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია.
მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო", თბილისი), ნუკრი რევიშვილი ("ვალეტა", მალტა), როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი)
მცველები: გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე ("დნიპრო", უკრაინა), გია გრიგალავა ("ანჟი",
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ( "კარპატი" ლვოვი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე, ჯაბა კანკავა (ორივე - "დნიპრო", უკრაინა) თორნიკე ოქრიაშვილი ("ჩერნომორეცი" ოდესა, უკრაინა), ჯანო ანანიძე ("როსტოვი", რუსეთი), ირაკლი ძარია ("დინამო", თბილისი) ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), ავთანდილ ებრალიძე ("ჟილ ვისენტე", პორტუგალია)
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), ნიკოლოზ გელაშვილი ("ყარაბაღი", აზერბაიჯანი), ბაჩანა ცხადაძე ("ინტერი", აზერბაიჯანი), გიორგი ჭანტურია ("კლუჟი", რუმინეთი)
საქართველოსა და ლიხტენშტეინის საფეხბურთო ნაკრებთა საერთაშორისო ამხანაგური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 5 მარტს, 18 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
სფფ-ის პრესსამსახური
ნიკოლოზ გელაშვილი - 19 თამაში ნაკრებში 0 გოლი. 2012 წლის მერე თითქმის გოლი არ გაუტანია 50მდე თამაში და 7 სულ რაღაც 7 გოლი.
ქეცბაიას ვალი აქვს ამ ბიჭების თუ რა ხდება?
სირბილაძეს სულ 3ჯერ გამოიძახა ნაკრებში არადა წინა წელს ფინეთის ჩემპიონატში ბომბარდირი იყო, წელს გუნდის ბომბარდირია, რითი სჯობია აზერბაიჯანის ჩემპიონატი ფინეთის ჩემპიონატს?