საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის ლიხტენშტაინის 18-კაციანი გუნდი ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები 2014 წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას 5 მარტს, ლიხტენშტაინის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

ჩვენი მეტოქე თბილისში 4 მარტს, გამთენიისას ჩამოვა. სტუმრები სასტუმრო "რადისონში" დაბინავდებიან და ამავე საღამოს, 18:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშებენ.

მათი 18-კაციანი განაცხადი კი ასეთია:

მეკარეები: პეტერ იელე (FC Vaduz), ჩენგიზ ბიცერი (Mersin Idman Yurdu)

მცველები: ფრანც ბურგმეიერი (FC Vaduz), მარიო ფრიკი (FC Balzers), ოლქაი გიური (Gaziantep Buyuksehir Belediyespor), დანიელ კაუფმანი (FC Vaduz), დომენიკო მაკრი (FC Balzers), ივეს ოჰრი (YF Juventus), მარტინ სტოკლასა (FC St.
Gallen)

ნახევარმცველები: ანდრეას კრისტენი (FC Balzers), ბურაკ ერისი (FC Balzers), რობინ გუბსერი (FC Balzers), ნიკოლას ჰასლერი (FC Vaduz), მიშელ პოლვერინო (Wolfsberger AC), სანდრო ვოლფინგერი (Chur 97)

თავდამსხმელები: მარტინ ბუჩელი (FC Unterfohring), ფილიპ ერნე (SC Pfullendor), სეიჰან ილდიზი (FC Balzers).

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლიხტენშტაინის ამხანაგური მატჩი 5 მარტს, "მიხეილ მესხის" სტადიონზე, საღამოს 18:00 საათზე დაიწყება. ბილეთები სტადიონის სალაროებში გაიყიდება და 3 ლარი ეღირება.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვას კი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირი ეთერით შეძლებთ.

სფფ-ის პრესსამსახური

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში ჭანტურია და ყაზაიშვილი გამოიძახა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული