საქართველოს ნაკრები D ჯგუფში მოხვდა გერმანიის, ირლანდიის, პოლონეთის, შოტლანდიის და გიბრალტარის ნაკრებებთან ერთად.
იმ დღესვე უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე თითქმის ყველა მონაწილე ნაკრების მთავარ მწვრთნელებთან გამოქვეყნდა მცირე ინტერვიუ. არ იყო მხოლოდ საქართველოს ნაკრების თავკაცის, თემურ ქეცბაიას კომენტარი. მის ნაცვლად კითხვებს გურამ კაშიამ უპასუხა.
"გერმანიის ნაკრები ქვეჯგუფის ფავორიტია. ამ გუნდს შეუძლია, ნებისმიერ მეტოქესთან 100%-იან შედეგს მიაღწიოს.
დანარჩენი გუნდები: ირლანდია, პოლონეთი, შოტლანდია და ჩვენ, ვიბრძოლებთ მეორე ადგილისთვის. ეს ოთხი გუნდი გიბრალტართან ისეთივე ფავორიტი
ასე რომ, გადამწყვეტი იქნება, როგორ ითამაშებენ ერთმანეთში საქართველო, ირლანდია, პოლონეთი და შოტლანდია.
საინტერესო სიტუაციაში აღმოვჩნდით. ჯგუფი ძლიერია, მაგრამ არც ისე, რომ ევრო 2016-ის საგზური ვერ მოვიპოვოთ".
ასევე იხილეთ:
7 ქულა პირველ ოთხ მატჩში - რევაზ არველაძე ევრო 2016-ის წილისყრის შესახებ
თემურ ქეცბაია: ყველანაირად ვეცდებით, მესამე ადგილისთვის ვიბრძოლოთ
მარადიული იმედი და სიკვდილის ჯგუფი - ევრო 2016-ის წილისყრა