მარტინ ონილი: მეხუთე კალათიდან ყველაზე ძნელი მეტოქე, საქართველო შეგვხვდა

AutoSharing Option
23 თებერვალს ნიცას "აკროპოლისში" ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ნაკრები D ჯგუფში მოხვდა გერმანიის, ირლანდიის, პოლონეთის, შოტლანდიის და გიბრალტარის ნაკრებებთან ერთად.

უეფას ოფიციალურ საიტთან საუბარში ირლანდიის ნაკრების ჩრდილოირლანდიელმა თავკაცმა მარტინ ონილმა შემდეგი განაცხადა:

"ჯგუფი ძალიან რთულია, თუმცა ძალიან საინტერესოც. შოტლანდიასთან შეხვედრები ძალიან ამაღელვებელი იქნება და ვფიქრობ, გორდონ სტრახანიც ჩემს აზრზეა.

ალბათ, უფრო სხვა, ნაკლებად ძლიერ ჯგუფში თამაში გვაწყობდა, მაგრამ რეალობას უნდა შევეგუოთ და ვიბრძოლოთ.

გერმანია ჯგუფის ფავორიტია, თუმცა მასაც დიდი ბრძოლები გადახდება. პოზიტიურად თუ მივუდგებით, ისეთი ჯგუფია (გერმანიის
გარდა), სადაც გუნდებს ერთმანეთისთვის ქულების დაკარგვა შეუძლიათ. ასე რომ, ბოლომდე ძალზე საინტერესო იქნება"
.

ონილმა "ბელფასტ ტელეგრაფს" უფრო ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა:

"როცა მეხუთე კალათიდან საქართველოს ნაკრები გხვდება, ანუ ყველაზე ძლიერი მეტოქე ამ კალათში, რწმუნდები, რომ წილისყრამ არ გაგიმართლა. მაგრამ მე მაწყობს, რადგან ეს ტონუსს არც ერთ შეხვედრაში არ დაგვაკარგვინებს", - განაცხადა ონილმა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
არ გვეკაიფება ხალხო, იცის ქართული ფეხბურთი და თუ გგონიათ უაზროდ ისვრის სიტყვებს?!...იცის ქართველების ფეხბურთისადმი დამოკიდებულება და სიყვარული, ქართველთა ნიჭიერებაშიც დარწმუნებულია და იცის რომ თუ "იმ ფეხზე ადგნენ" დილით, კუდით ქვა შეუძლიათ ასროლინონ ნებისმიერს...ხანდახან:)...დაბოლილიაო შეიძლება ჩემზე იფიქროთ, (არც თუ ტყუილად:)...მაგრამ მერწმუნეთ, კარგი მწყემსის ხელში 4-5 წელიწადში შევაზანზარებთ ევროპას!
murtalo
03:33 25-02-2014
0
ნამდვილი ჯენტლმენური პასუხი.იქნებ გულმოწყალე აღმოჩნდეს.
kola
00:07 25-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული