მარტინ ონილი: საქართველოსთან სულ ვიგებთ, მაგრამ ყოველთვის გვიჭირს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ირლანდია-საქართველოს მატჩის შემდეგ მასპინძელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ონილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

6 ოქტომბერს, დუბლინში, "ავივა სთედიუმზე" გამართულ შეხვედრაში ირლანდიის ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.

- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO]

"ჩვენ ცუდად ვითამაშეთ პირველ ტაიმში. ფეხბურთში ზოგჯერ ასეც ხდება: ცუდად თამაშობ, მაგრამ იგებ. დღეს ასეთი დღე იყო ჩვენთვის.

საქართველოს ნაკრები პირველ ნახევარში უკეთესი იყო. საბედნიეროდ, მეორე ტაიმში შევძელით მობილიზება და ჩვენი მოწინააღმდეგეც ვეღარ იყო ისეთი კარგი, როგორც მანამდე.

საქართველოსთან სულ ვიგებთ, მაგრამ თუ დავაკვირდებით, მათთან ყოველთვის
ძალიან გვიჭირს. მოწინააღმდეგეს ჰქონდა საგოლე შანსები. მომავალ მატჩებში გაცილებით უკეთ უნდა ვითამაშოთ", - თქვა ონილმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული