...საქართველოს ნაკრები ის გუნდი არაა, შემტევი ფეხბურთი რომ ითამაშოს [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ 3 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსა და ლიხტენშტაინის ეროვნულ ნაკრებებს შორის 5 მარტისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა.

როგორც ქეცბაიამ აღნიშნა, ლიხტენშტაინთან ამხანაგური შეხვედრისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულნი არიან ახალგაზრდა ფეხბურთელები - გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი, რომლებიც თავიანთ პირველ თამაშს ჩაატარებენ ეროვნულ ნაკრებში.

საქართველოს ეროვნული გუნდის თავკაცის თქმით, სურვილი დიდია, რომ ამხანაგური შეხვედრები უფრო ძლიერ გუნდებთან გაიმართოს, თუმცა ეს მხოლოდ სურვილზე არ არის დამოკიდებული.

ქეცბაიამ სათამაშო ტაქტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრები არ არის ის
გუნდი, რომ შემტევი ფეხბურთი ითამაშოს.

"არიან ახალგაზრდები, რომლებიც პირველად ჩამოვიდნენ ეროვნულ ნაკრებში და კარგია, რომ მათ თამაშს ვნახავთ.

რაც შეეხება შემადგენლობას, შესარჩევი ციკლი ძალიან დიდია - ეს არ არის ერთი და ორი თვე, ეს არის ორი წელიწადი და რა თქმა უნდა, ცვლილებები იქნება. ამიტომ ჩვენი სურვილია, ყველა ის ფეხბურთელი, ვინც კანდიდატია ნაკრების, მზად იყოს იმისათვის, რომ როდესაც საქართველოს ნაკრებს დასჭირდება, ჩამოვიდეს და გააკეთოს თავისი გასაკეთებელი საქმე",
- განაცხადა ქეცბაიამ.

პრესკონფერენციაზე თემურ ქეცბაიამ და გურამ კაშიამ "ადიდასის" მიერ შექმნილი ეროვნული გუნდის ახალი ფორმა წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ მაისურზე საქართველოს გერბია გამოსახული...

იხილეთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალი ფორმის პრეზენტაცია
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ლიხტენშტაინის ეროვნულ ნაკრებებს შორის ამხანაგური შეხვედრა მესხის სახელობის სტადიონზე 5 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები
მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო", თბილისი), ნუკრი რევიშვილი ("ვალეტა", მალტა), როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი)
მცველები: გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე ("დნიპრო", უკრაინა), გია გრიგალავა ("ანჟი", რუსეთი), ლაშა სალუქვაძე ("ინტერი", აზერბაიჯანი) დავით კვირკველია, გიორგი ხიდეშელი (ორივე - "დინამო", თბილისი), სოლომონ კვერკველია ("რუბინი", რუსეთი), აკაკი ხუბუტია ("მორდოვია", რუსეთი), ლევან კაკუბავა ("სპარტაკი", ცხინვალი, საქართველო)
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ( "კარპატი", ლვოვი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე, ჯაბა კანკავა (ორივე - "დნიპრო", უკრაინა) თორნიკე ოქრიაშვილი ("ჩერნომორეცი", ოდესა, უკრაინა), ჯანო ანანიძე ("როსტოვი", რუსეთი), ირაკლი ძარია ("დინამო", თბილისი) ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), ავთანდილ ებრალიძე ("ჟილ ვისენტე", პორტუგალია)
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("ლეგია", ვარშავა, პოლონეთი), ბაჩანა ცხადაძე ("ინტერი", აზერბაიჯანი), გიორგი ჭანტურია ("კლუჟი", რუმინეთი)

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით

ასევე იხილეთ:
მოიგე საქართველო-ლიხტენშტაინის მატჩზე დასასწრები ბილეთები!
შესაძლოა, გადადგეს... ექსკლუზიური ინტერვიუ თემურ ქეცბაიასთან
მკითხველის კომენტარები / 18 /
იმედია, ლიხტენშტეინს მაინც შევუტევთ :)))
zura1504
16:52 03-03-2014
0
ჟურნალისტები! ვისაც ჩემი ვარჯიში ერთხელ მაინც გინახავთ რატომ არ ჰკითხავთ, ფედერაცია რატომ არ იყენებს ჩემს მეთოდს? ეროვნულ ნაკრებს ორ ვარჯიშში ფიზიკის პრობლემას რომ მოვუხსნი ეს ხომ კარგად იცით?
guja_kakhadze
18:06 03-03-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული