საქართველოს ნაკრების მეტოქე გიბრალტარი ფარერებთან განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე გიბრალტარმა ისტორიაში მეორე ოფიციალური ამხანაგური მატჩი ფარერის კუნძულების ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 1:4 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი მეტოქის რიგებიდან ერთადერთი გოლი როი ჩიპოლინამ 21-ე წუთზე გაიტანა, რითაც გიბრალტარის ნაკრების ისტორიაში, ოფიციალურ მატჩში პირველი გატანილი გოლის ავტორი გახდა.

გიბრალტარის ნაკრებმა, რომელიც უეფას წევრი 2013 წლის მაისიდანაა, თავისი პირველი ოფიციალური მატჩი 2013 წლის 19 ნოემბერს, სლოვაკეთთან გამართა და ფრეს დასჯერდა (0:0).

შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეები, გიბრალტარის გარდა,
გერმანია, ირლანდია, პოლონეთი და შოტლანდია არიან.

ასევე იხილეთ:
ევრო 2016. წილისყრა: საქართველოს სერიოზულად არ განიხილავენ?!
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეხლა ამ გიბრალტარი საქართველოს თამაშებით ტვინი უნდა გაბურღოთ
0
აღსანიშნავია, რომ ჩვენი მეტოქის რიგებიდან ერთადერთი გოლი როი ჩიპოლინამ 21-ე წუთზე გაიტანა, რითაც გიბრალტარის ნაკრების ისტორიაში, ოფიციალურ მატჩში პირველი გატანილი გოლის ავტორი გახდა.-----------კიდევ კარგი რომ სხვას გაუტანეს და არა ჩვენ
Emzar
01:10 04-03-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული