თორნიკე ოქრიაშვილს თბილისში "გენკიდან" მეთვალყურე მოჰყვება

AutoSharing Option
ბოლო დრომდე უცნობი იყო, გამოცხადდებოდა თუ არა თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ეროვნული გუნდის შეკრებაზე. თორნიკეს თავს დატრიალებულ მოვლენებზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ, ის კი ფაქტია, რომ ბელგიურ "გენკს" რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი მოთამაშის თბილისში გამოშვება არ სურდა.

შეგახსენებთ, ამჟამად ოქრიაშვილი ბელგიაშია და მისთვის სპეციალურად მიჩენილი მწვრთნელის მეთვალყურეობით ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ამასთან, ის "გენკის" სარეზერვო გუნდშიც ემზადება.

"ლელო" ფეხბურთელის მამას, გოჩა ოქრიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ეს გვითხრა:

"ჩემი ინფორმაციით, "გენკი" თანახმაა, თორნიკე ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გამოუშვას. მოკლედ, ის თბილისში ჩამოვა".

როგორც ბელგიური მედია იტყობინება, "გენკი"
ოქრიაშვილს თბილისშიც დააკვირდება. ამის შესახებ კლუბის სპორტულმა დირექტორმა გიუნტერ ჯეიკობმა განაცხადა.

"14 ნოემბერს ოქრიაშვილს შეუძლია, საქართველოს ნაკრებს დაეხმაროს პოლონეთთან ევროშესარჩევ მატჩში. ამ შეხვედრაში გამოჩნდება, როგორ ფორმაშია ის. თბილისში მეც მივფრინავ და თორნიკეს ადგილზე დავაკვირდები. რაც შეიძლება, სწრაფად დავბრუნდებით უკან.

პარასკევს ან შაბათს საბოლოოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ, როგორ გაგრძელდება ოქრიაშვილის კარიერა "გენკში" - კვლავ სარეზერვო გუნდში დარჩება თუ ძირითადში დაბრუნდება", - თქვა ჯეიკობმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
უკვე მოსაბეზრებელია ამის უტვინობაზე წერა პატივცემულო "ჟურნალისტებო". ისე ეს ევროპელების ვერ არიან რა.
ZVELI
12:32 10-11-2014
0
2 მილინი გადაიხადეს და გიჯებივიტ იქნებიან აბა რა D:
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული