ადამ ნავალკამ პოლონეთის ნაკრები თბილისური მატჩისთვის სრულად დააკომპლექტა

AutoSharing Option
ლეგიონერების შემდეგ, პოლონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ადამ ნავალკამ ქვეყნის ჩემპიონატში მოასპარეზე ის ფეხბურთელებიც დაასახელა, სამშობლოს ღირსებას საქართველოსთან ევროშესარჩევ და შვეიცარიასთან ამხანაგურ შეხვედრებში რომ დაიცავენ.

საბოლოო სიის გამოქვეყნების შემდეგ პოლონეთის ნაკრების დამრიგებელმა მედიისთვის კომენტარიც გააკეთა:

"ჩვენ წარმატებით დავიწყეთ ევროშესარჩევი ციკლი და გვინდა, ქულათა მარაგი თბილისშიც გავიმდიდროთ. აქედან გამომდინარე, მომავალ შეხვედრას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ.

მერე შვეიცარიასთან გველის ამხანაგური შეხვედრა, რომელსაც არანაკლები ყურადღება უნდა დავუთმოთ. ეს თამაში ბევრი ფეხბურთელისთვის საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საუკეთესო შანსი იქნება. გასათვალისწინებელია, რომ მომავალი წლის მარტამდე ამხანაგურ შეხვედრას
აღარ ვმართავთ.

საქართველოსა და შვეიცარიასთან მატჩებისთვის შემთხვევით როდი გამოვიძახეთ 25 ფეხბურთელი. იმ შემთხვევაში, თუ მოულოდნელად წარმოიქმნება საკადრო პრობლემა, მას მშვიდად გადავჭრით", - განაცხადა პან ნავალკამ.

პოლონელთა სრული შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ვოიცეხ შჩესნი (არსენალი, ინგლისი), ლუკაშ ფაბიანსკი (სუონსი, ინგლისი), არტურ ბორუცი (ბორნმუთი, ინგლისი);
მცველები: ტიაგო ციონეკი (მოდენა, იტალია), კამილ გლიკი (ტორინო, იტალია), არტურ იედრჟიჩეკი (კრასნოდარი, რუსეთი), პაველ ოლკოვსკი (კიოლნი, გერმანია), ლუკაშ პიშჩეკი (დორტმუნდი, გერმანია), ლუკაშ შუკალა (სტიაუა, რუმინეთი), ლუკაშ ბროცი (ლეგია), რაფალ იანიცკი (ლეხია);
ნახევარმცველები: კამილ გროსიცკი (რენი, საფრანგეთი), გჟეგოჟ კრუშოვიაკი (სევილია, ესპანეთი), კშიშტოფ მაჩინსკი (გუიჯოუ, ჩინეთი), მაცეი რიბუსი (ტერეკი, რუსეთი), პიოტრ ზელინსკი (ემპოლი, იტალია), მაცეი გაიოსი (იაგიელონია), მიხალ კუხარჩიკი, ტომაშ იოდლოვეცი, მიხალ ჟურო (ყველა - ლეგია), კაროლ ლინეტი (ლეხი), სებასტიან მილა (შლიონსკი);
თავდამსხმელები: რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, გერმანია), არკადიუშ მილიკი (აიაქსი, ჰოლანდია), ლუკაშ ტეოდორჩიკი (დინამო კიევი, უკრაინა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლევანდოვსკის კვირკველია გაააცჰერებს?
yleebo
23:48 11-11-2014
0
მარტო მეკარეებით მოგვიგებენ და ქეცბას ერჩიან კიდე ტო
რო გადადგება რამე შეიცვლება?
asxz
12:16 11-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული