კახა ცხადაძე: საქართველოს ნაკრებმა 87 წუთი კარგად ითამაშა

AutoSharing Option
13 ივნისს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის მატჩი გაიმართა - პოლონეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.

ანგარიში 62-ე წუთზე არკადიუშ მილიკმა გახსნა, ხოლო რობერტ ლევანდოვსკიმ სწრაფი ჰეთ თრიკი 89-ე, 91-ე და 93-ე წუთებზე შეასრულა.

მატჩის შემდეგ შეხვედრაზე პოლონელთა თავკაცმა ადამ ნავალკამ და საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ისაუბრეს.

კახა ცხადაძე: საფეხბურთო მატჩი გრძელდება 90 წუთს პლუს მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო. დღეს ჩვენ კარგად 87 წუთი ვითამაშეთ, შემდეგ კი ფატალური შეცდომები დავუშვით.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი შედეგის პასუხისმგებელი ყოველთვის
მწვრთნელია. მალე ბევრ რამეს შევცლით ნაკრებში, რომ გუნდი უფრო განვითარდეს.

დღევანდელ 87 წუთში მხოლოდ ერთი მონაკვეთი იყო, როცა ბურთს უფრო ჩვენ ვფლობდით, ეს იყო პირველი გაშვებული ბურთის შემდეგი პერიოდი. ამ დროს ჩვენ შევქმნენით მომენტები, ბურთი ხარიხას გავარტყით. სამწუხაროდ, ამ პერიოდში გოლის გატანა ვერ შევძელით. ეს იყო მატჩის გადამწყვეტი მომენტი.

ჩვენ ბევრი გვაქვს სამუშაო სამომავლოდ. პოლონეთის ნაკრები აწყობილი მანქანაა, რომელმაც უკვე დაიწყო სვლა მიზნისკენ. ფეხბურთელები მაღალი კლასის თამაშს აჩვენებენ. ამ მანქანამ შესაძლოა, ბევრს მიაღწიოს. კარგი გუნდი გყავთ, სადაც ყოველმა კარგად იცის თავისი საქმე და ადგილი".

ადამ ნავალკა: "ჩვენ დიდი სამუშაო გავწიეთ და ველოდით ძნელ მატჩს საქართველოს ნაკრებთან. ასეც იყო, ამ გუნდს დიდი პროგრესი აქვს ჩვენი შემოდგომის დაპირისპირების შემდეგ.

თუმცა მეტოქეს არ ვაკნინებთ, მაგრამ ვიცოდით, რომ მატჩის მერე სამი ქულა ჩვენ დაგვრჩებოდა. ბიჭებმა ფანტასტიკურად ითამაშეს სიცხეში. პირველ ტაიმში მეტოქემ მაღალი ტემპი შემოგვთავაზა, ფეხბურთში აუცილებელია ცივი გონებით თამაში და მეორე ტაიმში ჩვენი დროც დადგა. ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩვენ დაგვრჩა".
მკითხველის კომენტარები / 25 /
საქართველოს ფეხბურთს ახლო მომავალში პერსპეკტივა არ გააჩნია, ლამბერ სექსუალებით გაივსო ნაკრები
mokles fexburti
21:40 27-06-2015
0
კახი ცხადაძის ნაკრებში მუშაობის შეფასება ორითამაშის შედეგად შეუძლებელია მან ჩაიბარა ნაკრები რომლის თამაში არ პასუხობდა იმ მოთხოვნებს რომელიც უნდა აჩვენოს გუნდმა რომელიც გამდის ევროპის შესარჩევ ჯგუფში წარმატების მისაღწევად ის გამოცდილი მწვრთნელია და კარგი ფეხბურთელი იყო ასე რომ მისი ნდობა ასეთ მაღალ დონეზე შეიძლება ნაკრებს ის ნაკლოვანებები ქონდა მის მოსვლამდე რითაც აგებდა თამაშებს გუნდში შეინიშნება პოზიტივი ორგანიზებულობა ბრძოლისუნარიანობა ასე რომ დრო ყველაფრის მკურნალია საჭიროა დრო რომ შევძლოთ გამოვაწოროთ შცდომები თუ სწორ დასკვნებს გამოვიტანთ თუნდაც ძალიან მწარე მარცხებიდან ნარცხს აუცილებლად მოყვება გამარჯვება
ემზარი
19:20 15-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული