საქართველოს ნაკრები დღეს საწვრთნელ შეკრებას იწყებს

AutoSharing Option
10 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს.

"ჯვაროსნები" ჯერ არასრული შემადგენლობით იქნებიან, რადგან რამდენიმე ლეგიონერი გუნდს 11 ნოემბერს შეუერთდება.

18:30 წუთიდან, "დინამო არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენციას გამართავს ნაკრების მთავარი მწვრთნელი - თემურ ქეცბაია.

19:00 საათიდან კი ეროვნული ნაკრების ვარჯიში დაიწყება. მედიისთვის ვარჯიში ღია იქნება.

მედიას კი, აქვე შევახსენებთ, რომ 11 ნოემბრის 18:00 საათზე მთავრდება სააკრედიტაციო განაცხადების მიღება საქართველო-პოლონეთის მატჩზე.

აკრედიტაციები გაიცემა 13 ნოემბერს, დღის 14 საათიდან 21 საათამდე, "დინამო არენას" მედიაცენტრში.

მომდევნო დღეების სამუშაო განრიგს ყოველდღიურად გაეცნობით სფფ-ის ოფიციალურ
ვებგვერდისა და სფფ-ის "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდის მეშვეობით.

გულშემატკივართა საყურადღებოდ!
საქართველო-პოლონეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო დღეს, 10 ნოემბერს, დილის 11:00 საათიდან, "დინამო არენისა" და "მიხეილ მესხის" სტადიონების სალაროებში.

სალაროები იმუშავებს ყოველდღე, 11-დან საღამოს 18:00 საათამდე.

მატჩის დღეს, 14 ნოემბერს ბილეთები გაიყიდება მხოლოდ "დინამო არენის" სალაროებში. ფასი: 5, 7, 10 და 15 ლარი.

სფფ-ის პრესსამსახური

ასევე იხილეთ:
თორნიკე ოქრიაშვილს თბილისში "გენკიდან" მეთვალყურე მოჰყვება
მკითხველის კომენტარები / 6 /
შემთხვევით პოლონელებს მართლა რომ გადაუღუნონ. მერე ნახე დომენტაი...
dada
15:56 10-11-2014
0
ეს უკვე არის სამოყვარულო გუნდი )))
dato
16:52 10-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული