სანდრო კობახიძე: პოლონეთთან უნდა მოვიგოთ... მჯერა, ეს შეგვიძლია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით, პოლონეთთან 14 ოქტომბერს, თბილისში გასამართი ევრო 2016-ის შესარჩევი მატჩისთვის მზადება დაიწყო.


"ლელო" ეროვნული გუნდისა და ლუცკის "ვოლინის" ნახევარმცველ სანდრო კობახიძეს გაესაუბრა.

- პოლონეთის რეალური ძალა ყველამ ვიცით. ფაქტია, რთული მეტოქე გვყავს. ყველამ ვუყურეთ მათ მატჩს გერმანიასთან. მსოფლიოს ჩემპიონების დამარცხება თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს.

- არადა, საქართველოს ნაკრებს უკანდასახევი გზა მოჭრილი აქვს...
- სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, უკანდასახევი გზა მართლაც აღარ გვაქვს. რთული იქნება, მაგრამ უნდა მოვიგოთ.
მჯერა, ეს შეგვიძლია.

- შეიძლება ითქვას, რომ ოპტიმალურ სათამაშო ფორმაში ხართ?
- კი, ნამდვილად ასეა. ბოლო დროს ორჯერ მივიღე ტრავმა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა. "ვოლინის" შემადგენლობაში სათამაშო პრაქტიკა მაქვს. ასე რომ, პოლონეთთან თამაშის წინ იმედიანად ვარ.

- რას ელით მოწინააღმდეგისაგან?
- ჩვენ წინააღმდეგ კარგად ორგანიზებული გუნდი ითამაშებს. ცხადია, მათ აქვთ თავიანთი კოზირები და წარმატებული სტარტის შემდეგ თბილისშიც დიდი იმედებით მოდიან, თუმცა ჩვენ არ უნდა მივცეთ მიზნის მიღწევის საშუალება.

- შეიცვლით თუ არა სეზონის ბოლოს კლუბს?
- ჯერ მხოლოდ პოლონეთთან თამაშსა და "ვოლინზე" ვფიქრობ. კლუბის შეცვლის მხრივ, ახალი ჯერჯერობით არაფერია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვაი თქვენს პატრონს... მოიგებთ ხომ...
status quo
18:12 11-11-2014
0
:D:D:D
qizikeli
18:45 11-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული