სანდრო კობახიძე: პოლონეთთან უნდა მოვიგოთ... მჯერა, ეს შეგვიძლია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით, პოლონეთთან 14 ოქტომბერს, თბილისში გასამართი ევრო 2016-ის შესარჩევი მატჩისთვის მზადება დაიწყო.


"ლელო" ეროვნული გუნდისა და ლუცკის "ვოლინის" ნახევარმცველ სანდრო კობახიძეს გაესაუბრა.

- პოლონეთის რეალური ძალა ყველამ ვიცით. ფაქტია, რთული მეტოქე გვყავს. ყველამ ვუყურეთ მათ მატჩს გერმანიასთან. მსოფლიოს ჩემპიონების დამარცხება თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს.

- არადა, საქართველოს ნაკრებს უკანდასახევი გზა მოჭრილი აქვს...
- სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, უკანდასახევი გზა მართლაც აღარ გვაქვს. რთული იქნება, მაგრამ უნდა მოვიგოთ.
მჯერა, ეს შეგვიძლია.

- შეიძლება ითქვას, რომ ოპტიმალურ სათამაშო ფორმაში ხართ?
- კი, ნამდვილად ასეა. ბოლო დროს ორჯერ მივიღე ტრავმა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა. "ვოლინის" შემადგენლობაში სათამაშო პრაქტიკა მაქვს. ასე რომ, პოლონეთთან თამაშის წინ იმედიანად ვარ.

- რას ელით მოწინააღმდეგისაგან?
- ჩვენ წინააღმდეგ კარგად ორგანიზებული გუნდი ითამაშებს. ცხადია, მათ აქვთ თავიანთი კოზირები და წარმატებული სტარტის შემდეგ თბილისშიც დიდი იმედებით მოდიან, თუმცა ჩვენ არ უნდა მივცეთ მიზნის მიღწევის საშუალება.

- შეიცვლით თუ არა სეზონის ბოლოს კლუბს?
- ჯერ მხოლოდ პოლონეთთან თამაშსა და "ვოლინზე" ვფიქრობ. კლუბის შეცვლის მხრივ, ახალი ჯერჯერობით არაფერია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ასე ლაპარაკობთ ბიჭებო და მერე....

ბურთის მიღების გეშინიათ,უკან უკან პასების გულს შეუღონებთ ხოლმე ქართველობას,მეტოქეს აგრესიურად კი არა ...მინიმუმ 3 მეტრიან სივრცეს აძლებთ მთელი თამაში,

შეაძულეთ ხალხს ფეხბურთი...უჯიგრო,უსისხლო,მხდალი დამოკიდებულებით მეტოქესთან...
არ გვინდა ასეთი დაცვითი თამაში...
აგრესია,ინდივიდუალიზმი,ფ ი ზ ი კ უ რ ი ,ძალისმიერი,შეუპოვარი,სწრაფი,უბურთოდ მუშაობა და მოძრაობებით გაჭრები...
ბ ო ლ ო მ დ ე ბრძოლებით!!!
ანუ ქართული ფეხბურთი,თანამედროვე ფეხბურთთან შეხამებული...

დ ა გ ვ ა ნ ა ხ ე თ ,მ უ დ ა მ ასეთი თამაში თამაში და წაგებებსაც გაპატიებთ ქართველობა,მოგებების მოლოდინში,და უდიდეს მხადაჭერას და თანადგომას გამოგიცხადებთ !!!
glaxuna
02:37 12-11-2014
0
საღოლ ხალხო მაგარი კომენტარებია თქვენ გენაცვალეთ რა უუუხ რა ჯიგრები ხართ... ასეთი მაგარი გულშემატკივრები რო ვართ იმიტომაა ნაკრები ასეთ დღეში ჩვენც მიგვიძღვის ბრალი მაგ ამბავში რაც არ უნდა იყოს თუ ბალეშიკობთ უბალეშიკეთ რაც არ უნდა ცუდი ნაკრები გვყავდეს ან საერთოდ დაანებეთ თავი და შეეშვით ლანძღვა გინებას ))))
Giorga
01:04 12-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული