ნიკა ძალამიძე: პოლონეთი ფავორიტია, მაგრამ მოსაგებად გავალთ

AutoSharing Option
14 ნოემბერს, ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები პოლონეთის გუნდს მასპინძლობს. ეროვნულ გუნდში გამოძახებულია პოლონეთში მოთამაშე ნიკა ძალამიძეც, რომელიც პოლონური "იაგელონიას" ღირსებას იცავს.

ნაკრებში წამოსვლის წინ მან კომენტარი przegladsportowy.pl-ს მისცა.

"საქართველოს ნაკრები შინ უკეთ თამაშობს, ვიდრე სტუმრად. ჩვენ მოედანზე მოსაგებად გავალთ. არ ვიცი, თამაშის საშუალება მექნება თუ არა; ეს, რა თქმა უნდა, მწვრთნელის გადასაწყვეტია.

ჩვენ ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელსაც შეტევა შეუძლია. შეიძლება, ბოლო მატჩებში კარგად არ გამოვიყურებოდით, მაგრამ შევეცდებით, უკეთ ვითამაშოთ, რომ გავიტანოთ. ნაკრებში არიან ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები.

ჩვენ წავაგეთ
ირლანდიასთან (1:2) და შოტლანდიასთან (0:1), რომლებიც არ უნდა წაგვეგო. დასანანი ქულები დავკარგეთ. ჩვენ ჯერჯერობით კიდევ გვრჩება შანსი, ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებთ.

საკუთარ ფანებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ფეხბურთის თამაში და მოგება შეგვიძლია. პოლონეთის ნაკრები ფავორიტია, ბოლოს და ბოლოს, გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას მოუგო. გუნდის სიძლიერე მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკით არ განისაზღვრება. ნაკრებში ბევრი კარგი ფეხბურთელია და ფრთხილად უნდა ვიყოთ".
მკითხველის კომენტარები / 2 /
amis tamashi mainteresebs zaan
nika
22:26 11-11-2014
0
ამასაც ნაკრებში თამაშის ამბიცია აქვს, არადა მეხუთე ხარისხოვან გუნდში სკამს ხეხავს დიდი ხანია.
ZVELI
09:48 12-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული