საქართველოს ნაკრები პოლონეთთან მატჩისთვის მზადებას "ბასაზე" აგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები პოლონეთთან მატჩისთვის მზადებას საწვრთნელ ცენტრ "ბასაში" აგრძელებს.

11 ნოემბერს თემურ ქეცბაიამ შეგირდებს სავარჯიშოდ 16 საათზე უხმო. პირველი ვარჯიშისგან განსხვავებით, დაიტვირთნენ ლევან მჭედლიძე, ჯაბა კანკავა და ნიკა ძალამიძე.

უკვე თბილისშია და შეკრებაზე იმყოფება კვიპროსული "ომონიას" უკანახაზელი უჩა ლობჟანიძე. ის გუშინ საღამოს ჩამოვიდა საქართველოს დედაქალაქში და დღეს პირველად ივარჯიშებს გუნდთან ერთად.

გუშინვე, ღამის 2 საათზე უნდა ჩამოსულიყო ბელგიური "გენკის" შემტევი თორნიკე ოქრიაშვილიც.

მოგეხსენებათ, მამა გარდაეცვალა მეკარე როინ კვასხვაძეს. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეუერთდება ის საწვრთნელ პროცესს.

როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის
პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ოთარ გიორგაძემ გვაცნობა, დღეს, 12 ნოემბერს, ნაკრები ისევ "ბასაში" ივარჯიშებს. წვრთნა კვლავ 16 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
es aris qartuli fexburtis dangreva. tamasamde ori dgit adre rogor sheidzleba mtavar mwvrtnels ase elaparako tundac ar iyos is shedegiani mwvrtneli. xom sheidzleboda es momxdariyo tamashis mere. axla ra unda itamashos nakrebma xom ar ici b-no. minashvilo. me ar vamartleb kecbaias, ubralod tqven ra gaaketet is daafiqsiret. nakrebis fexburtelebma ra unda gaketon 14-shi yvelaferi amis naxvis shemdeg. maladec tqven sagol, es iyo dopingi nakrebistvis tqveni mxridan ogond damangreveli.
koko
11:08 12-11-2014
0
მატჩჰის მერე გარბის.
ეხლა უბრალოდ კარის გაჯახუნება უნდა და აქეთ უტევს
kakoia
12:53 12-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული