ალექსანდრე ჩივაძე თემურ ქეცბაიას ნაცვლად?

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უკვე ეძებს ახალ მწვრთნელს ეროვნული ნაკრებისთვის. ასეც უნდა იყოს, რადგან თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ პოლონეთთან მატჩის შემდეგ, მიუხედავად შედეგისა, ქვეყნის მთავარ გუნდში აღარ იმუშავებს.

როგორც შევიტყვეთ, ფეხბურთის ფედერაცია მის შემცვლელად ალექსანდრე ჩივაძის კანდიდატურას განიხილავს და მეტიც - ქართული ფეხბურთის ლეგენდას უკვე წინადადებაც შესთავაზა.

რა გასაკვირია და, ფეხბურთის ფედერაციაში ეს ინფორმაცია არ დაგვიდასტურეს (თავად ჩივაძეს ვერ დავუკავშირდით). ჯერ ერთი, ნაკრებს ამ მომენტისთვის ჰყავს მთავარი მწვრთნელი, და მეორეც - პარასკევს საქართველოს ეროვნულ გუნდს შესარჩევი ციკლის უმნიშვნელოვანესი საშინაო მატჩი აქვს
ჩასატარებელი...

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ჩივაძე გადაწყვეტილებას მას მერე მიიღებს, რაც ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური გახდება.

59 წლის სპეციალისტი, რომელიც 2012 წლიდან საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს თავკაცობს, ორჯერ იყო ქვეყნის უპირველესი გუნდის დამრიგებელი: 1993-97 და 2001-03 წლებში.

ასე იქნება თუ ისე, საქართველოს ნაკრებს მომავალი წლის მარტამდე (როცა შესარჩევი ციკლი განახლდება და ერთი ამხანაგური მატჩიცაა დაგეგმილი) აუცილებლად უნდა ჰყავდეს ახალი მწვრთნელი, თუმცა დანიშვნა შეიძლება გაცილებით ადრეც მოხდეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 23 /
მოდი თავი დავანებოთ ჩივაძეს, კაცმა ყველაფერი გაიღო ქართული ფეხბურთისთვის და 59 წლის ასაკში მის ჯანმრთელობას ნუ დააუზიანებთ რამე არ დავმართოთ,ცოცხალი ლეგენდა გვყავს ქართველებს და ღმერთმა კარგად გვიმყოფოს და დიდხანს გვიცოცხლოს
ilia
03:28 14-11-2014
0
ნეტავი თქვენ... რომელი თავმოყვარე მწვრთნელი მოვა ნაკრებში? ფეხბურთელი არ გვყავს და მწვრთნელი რას იზამს? ასე, 15-20 წელი, მინიმუმ, ნურაფრის იმედი გექნებათ. მერე...არ ვიცი
0000
18:40 13-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული