ქეცბაიას პრესკონფერენცია ჟურნალისტების ნაწილმა შესაძლოა პროტესტის ნიშნად დატოვოს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას მატჩისწინა პრესკონფერენცია სპორტული ჟურნალისტების ნაწილმა შესაძლოა პროტესტის ნიშნად დატოვოს.

ამ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსს" სპორტული ჟურნალისტიკის წარმომადგენელთა ნაწილი უდასტურებს.

სპორტული ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი აცხადებს, რომ აპირებს, თემურ ქეცბაიას პრესკონფერენცია დემონსტრაციულად დატოვოს. ამის მიზეზად კი ჟურნალისტი ქეცბაიას მიერ ბოლო პერიოდში მედიის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს ასახელებს.

მაგდა კლდიაშვილის თქმით, ნაკრების მთავარი მწვრთნელი გუნდის წარუმატებლობას ჟურნალისტებს აბრალებს.

ჟურნალისტთა მეორე ნაწილი კი, პრესკონფერენციის შესაძლო დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა ვერ აკონკრეტებს, შეუერთდებიან თუ არა საპროტესტო ქმედებას.

საქართველოს
ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის - თემურ ქეცბაიას მატჩისწინა ოფიციალური პრესკონფერენცია "დინამო არენის" მედიაცენტრში 13 ნოემბერს, 18.00 საათისთვის არის დანიშნული.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს პოლონეთის ეროვნულ ნაკრებთან 14 ნოემბერს გამართავს.

წყარო: ipn.ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
ეს ე. წ. "სპორტული მედია" სიმართლეს არასოდეს ლაპარაკობს იმ სიბინძურეებზე, რაც ქართულ კლუბებში ხდება.ქართული ფეხბურთის გულშმატკივარი გაანალიზებდა ყოფილი ფეხბურთელის მაჭავარიანის გამონათქვამებს და მას საყოველთაო მსჯელობის საგნათ აქცევდა, რაც ძალიან წაადგებოდა ქართულ ფეხბურთს.
ZVELI
16:08 13-11-2014
0
ქართული ფეხბურთის დაქცევაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ე.წ, "სპორტულ ჟურნალისტებს და კომენტატორებს"
ZVELI
16:04 13-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული