გიორგი მერებაშვილი: ნაკრებში მიწვევა ჩემთვის მოულოდნელი იყო...

AutoSharing Option
14 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში პოლონეთს შეხვდება. საქართველოს ნაკრებს ჯერ კიდევ აქვს ჯგუფური ეტაპის დაძლევის შანსი. ცხადია, ამის იმედი ფეხბურთელებსაც აქვთ...

თემურ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში ბერძნული ოფი-ს შემტევი გიორგი მერებაშვილი გამოიძახა, რომელმაც ბოლოს "ჯვაროსნების" ფორმა 2010 წლის 8 ოქტომბერს, მალტასთან შესარჩევ შეხვედრაში მოირგო, ამხანაგურ მატჩში კი უკანასკნელად 2011 წლის 9 თებერვალს ითამაშა, როცა კვიპროსში სომხეთის ნაკრები 2:1 დავამარცხეთ.

მერებაშვილი ხანგრძლივ სანაკრებო პაუზას ძალიან განიცდიდა. რამდენიმე დღის წინ იყო, ნაკრებში გამოუძახებლობის გამო "ფეისბუქზე" საკმაოდ მწვავე სტატუსი რომ
გაავრცელა (იხილეთ ვრცლად).

მაგრამ თბილისის "დინამოს" ნახევარმცველის, ირაკლი ძარიას დაშავების გამო ქეცბაიამ მის ნაცვლად სწორედ მერებაშვილს უხმო. ის რამდენიმე დღეა თბილისშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

"დასამალი არ არის, რომ თემურ ქეცბაიასგან მიწვევა ჩემთვის მოულოდნელი იყო. ფეხბურთელი იგივე ჯარისკაცია და როცა ნაკრებში იძახებენ, ვალდებულია, გუნდთან ერთად იყოს.

ნაკრებში გამოძახება ნებისმიერი რანგის მოთამაშისთვის დიდი პატივია. ჩემთვის კი ეროვნულ გუნდში თამაში კარიერის უმთავრესი მიზანი იყო და არის კიდეც. ამიტომაც ვარ გახარებული.

არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა, მაგრამ შანსი თუ მომეცემა, შევეცდები, ის აუცილებლად გამოვიყენო და გუნდს დავეხმარო.

პოლონეთთან უმძიმესი მატჩი გველის, მაგრამ ბრძოლაა საჭირო და იმედია, გულშემატკივრებს გავახარებთ", - ამბობს მერებაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გიო პოლონეთის კარში გატანილი გოლით გაგეხრებინოს საქართველო
გიო
17:34 13-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული