ნიკოლოზ გელაშვილი პოლონეთის ნაკრებთან ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
12 ნოემბერს, "ბასაზე" გამართული ვარჯიშისას, ტრავმა მიიღო ნიკოლოზ გელაშვილმა და ეროვნულ ნაკრებს 14 ნოემბერს პოლონეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

მედიკოსთა დასკვნა ტრავმის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით მოგვიანებით გახდება ცნობილი.

13 ნოემბერს ჩვენი გუნდი კვლავ 16:00 საათზე, "ბასაზე" ივარჯიშებს, 18:00 საათზე კი თემურ ქეცბაიას პრესკონფერენცია დაიწყება. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პოლონეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 14 ნოემბერს, 21:00 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია ("ოფი", საბერძნეთი), როინ კვასხვაძე ("ოთელოსი", კვიპროსი), ომარ მიგინეიშვილი ("დინამო", თბილისი), მაქსიმე ქვილითაია ("ჩიხურა", საჩხერე)
მცველები:
გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე ("ომონია", კვიპროსი), აკაკი ხუბუტია ("სპარტაკი", ცხინვალი), სოლომონ კვირკველია ("რუბინი", რუსეთი), გია გრიგალავა ("ანჟი", რუსეთი), ლაშა დვალი ("სკონტო", ლატვია), ლევან კაკუბავა ("სამტრედია")
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ("კარპატი", უკრაინა), სანდრო კობახიძე ("ვოლინი", უკრაინა) ჯაბა კანკავა ("დნიპრო", უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი ("გენკი", ბელგია), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი პაპავა (ყველა "დინამო", თბილისი), გიორგი მერებაშვილი ("ოფი", საბერძნეთი), ნიკა ძალამიძე ("იაგელონია", პოლონეთი)
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), გიორგი ჭანტურია ("კლუჟი", რუმინეთი)

წყარო: gff.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეუფ. არადა ამის იმედზე ვიყავი :D:D დაგვერხა
chiko
18:20 13-11-2014
0
გელაშვილი თუ არ იქნა რა გვეშველება :D
Zviadi
19:32 13-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული