ჟურნალისტებმა ქეცბაიას პრესკონფერენცია პროტესტის ნიშნად დატოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას პრესკონფერენცია, რომელიც 13 ნოემბერს, "დინამო-არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა, ჟურნალისტთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტების უკმაყოფილება სატელევიზიო გადაცემებში ქეცბაიას მიერ მედიის მისამართით გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს მოჰყვა.

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, პოლონეთთან გასამართი შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო მატჩი იქნება ეროვნული გუნდის თავკაცის პოსტზე და მიუხედავად შედეგისა, თანამდებობას დატოვებს.

კულუარული ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ქეცბაიას შესაძლო შემცვლელად ალექსანდრე ჩივაძეს
განიხილავენ.

იხილეთ: ალექსანდრე ჩივაძე თემურ ქეცბაიას ნაცვლად?

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს პოლონეთის ეროვნულ ნაკრებთან 14 ნოემბერს გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 15 /
vnaxav erti vis naxavt uketess
jafara
18:40 13-11-2014
0
მადლობა თემურს, მადლობა ყველაფრისათვის. დარწმუნებული ვარ მაქსიმალურად ცდილობდა ყველაფერს.
leqsusi
19:26 13-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული