ჩვენი ბოიკოტი - ღმერთმა ქნას, თემურ ქეცბაია გამარჯვებული წავიდეს! [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პოლონეთთან მატჩის წინ ბოლო პრესკონფერენცია გამართა. ქართული სპორტული მასმედიის სოლიდურმა ნაწილმა საპრესკონფერენციო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

ყველა თავის გადაწყვეტილებაზეა პასუხისმგებელი. ბოიკოტს ამ სტრიქონების ავტორიც შეუერთდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ნებისმიერი ადამიანი საკუთარ თავთან უნდა იყოს მართალი. ის შეურაცხყოფა, რაც ქეცბაიამ ქართველ ჟურნალისტებს მოგვაყენა, არ არის მხოლოდ ერთი ან ორი მასმედიელის პრობლემა. ეს საერთო პრობლემაა.

დარბაზში ჩემი მეგობრებიც დარჩნენ. თავიანთი საქმისა მათ უკეთ იციან. ერთი კია - ნებისმიერ დროსა და საქმეში სოლიდარობა ერთი პროფესიის ადამიანებს შორის
ფასდაუდებელი რამაა. საერთოდ, სოლიდარობის პრობლემა, ზოგადად, ჩვენი საზოგადოების პრობლემაა და არ არის გასაკვირი, რომ ამან ვერც მედიას აუარა გვერდი...

სანამ პრესკონფერენციას დავტოვებდით, ქეცბაიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, გადაწყვეტილი ამბავია - პოლონეთთან თამაშის შემდეგ, ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, დატოვებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს.

იქვე დასძინა, რომ ეს გადაწყვეტილება შოტლანდიასა და გიბრალტართან თამაშებამდეც ჰქონდა მიღებული, თუმცა პოლონეთთან შეხვედრა კარს იყო მომდგარი და არ სურდა, გუნდში ცუდი ფსიქოლოგიური ფონი შეექმნა.

ქეცბაიამ ისიც აღნიშნა, რომ მარტამდე არის დრო და საქართველოს ნაკრებს საშუალება მიეცემა, ახალი მწვრთნელის მეთაურობით მშვიდად მოემზადოს მომავალი მატჩებისთვის.

ის ჟურნალისტებთან ურთიერთობის თემასაც შეეხო:

"გულწრფელად გეუბნებით, აღტაცებული ვარ იმ სოლიდარობით, ჟურნალისტებმა ერთმანეთის მიმართ რომ გამოავლინეთ ამ ბოლო დღეებში. ეს ღირსეული, ძალიან კარგი საქციელია. ნეტავ, ასეთი სოლიდარობა იყოს ქართულ ფეხბურთში", - თქვა ქეცბაიამ.

ეს იყო და, ბოდიში მოვუხადეთ პრესკონფერენციაზე დამსწრე გურამ კაშიას, წარმატება ვუსურვეთ ქეცბაიას პოლონეთთან მატჩში, რის შემდეგაც საპრესკონფერენციო დარბაზი დავტოვეთ.

სხვისი არ ვიცი და, ეს იყო ერთ-ერთი რთული გადაწყვეტილება, რაც ცხოვრებაში მიმიღია. საქართველოს ნიშა ჩვენს საქმეში ეროვნული ნაკრებია და ვინც მას ებუტება, ზურგს აქცევს, პირადად მე ის ადამიანი მოღალატედ მიმაჩნია.

იმედია, ჩვენი საქციელი ამგვარად არ იქნება აღქმული. ჩვენი პროტესტი ეკუთვნის ადამიანს, რომელმაც პირდაპირ თქვა - ჟურნალისტებს საქართველოს ნაკრების წაგება უხარიათო...

დღეს, 14 ნოემბერს კი, ჩვენი გუნდის უერთგულესი ქომაგნი ვიქნებით. ღმერთმა ქნას, მოვიგოთ. ღმერთმა ქნას, ქეცბაია გამარჯვებული წავიდეს! ამით ჩვენ არ დავმარცხდებით, ამით ჩვენ გავიმარჯვებთ!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დავით ერაძე: ქეცბაიას ამ კონფლიქტის ამოწურვა უმტკივნეულოდ შეეძლო
მკითხველის კომენტარები / 18 /
ანალიზს მოკლებული მდარე ხარისხის სტატიები და გულში ჩარცენილი ბოღმა... ადამიანმა სენც დაგადანაშაულა, ფედეერაციას და ყველა ის ადამიანი ვსაც მიგდბული აქვს ქართული ფეხბურთი ! ჟურნალისტები ამ შემთხვევაში იმაში დაგადანაშაულათ, რომ სხვა კუთხით უნდა გააშუქოთ მიმდინარე მოვლენები და არა უბრალოდ ვინ რამდენი პასი გააკეთა მატჩის მსველობისას. აი პირადად შენ ალეკო, მიდი რა იმ ბიზნესების მფლობელებთან ვინც იყო ქართულ ფეხბურთში და დღეს კი გვერდზეა გამდგარი.. მიდი გამოკითხე რატომ მიატოვეს გუნდები და მაგაზე დაწერე და გააკეთე ანალიზი... მერე მართლა არავის ექნება მოსადავებელი.. თუ არა ისევ იგივე ქაქში ვიქნებით. მოკლედ აბა შენ იცი, თორე ასე პრესკონფერენციის მიტოვებით თქვენ დარცებით მიტოვებულები :)
dave
09:52 14-11-2014
0
და არ გიხარიათ ? ყველას არა რა თქმა უნდა.... ისეც დაწერეთ რაც თქვა ქეცბაიამ, ბოლო ხუთი წელია ქართულ ფეხბურთზე ვინც ყვირის მე ვარო და ეგრეც იყო... თქვენ კიდე ქეცბაიას დაუპირისპორდით, რა გითხრათ არა სწორი ? ის რო ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ ? ის რო თქვენც ხართ პასუხისმგებელი ქართული ფეხბურთის ამ მდგომარეობაზე ? რა თქმა უნდა მარტო თქვენ არა, ჩვენც ვართ პასუხისმგებელი გულშემატკივრებიც, ჩვენი ბრალიც არის აქამდე რომ მოვედით ....
Giorgi-FCB
09:57 14-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული