ექსკაპიტანი ნაკრების მთავარ მწვრთნელად?! კახა ცხადაძის დიდი გამოწვევა

AutoSharing Option
დანამდვილებით ვიცით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, ალექსანდრე ჩივაძის კანდიდატურასთან ერთად, ბაქოს "ინტერის" დამრიგებლის, კახა ცხადაძის ვარიანტზეც სერიოზულად ფიქრობენ.


ეს ბუნებრივიცაა - საქართველოს ეროვნული გუნდისთვის კვალიფიციური დამრიგებლის მოძიება სულაც არ არის იოლი საქმე. გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა ვითარებაში მოუწევს გამწვრთნელება საქართველოს ნაკრების ახალ თავკაცს.

შევიტყვეთ, რომ ცხადაძის კანდიდატურა ძალიან რეალურია. ამ ეტაპზე, ჩვენთვის სავსებით გასაგები მიზეზების გამო, ცხადაძე ამ საკითხზე საუბარს ერიდება. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ მწვრთნელის აბსოლუტურად გვესმის და მისი ადამიანური ღირსებიდან გამომდინარე, ის
უფრო გაგვიკვირდებოდა, სხვანაირად რომ ყოფილიყო.

ჯერ ერთი, თემურ ქეცბაია კვლავ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია და მეორეც - პოლონეთთან უმნიშვნელოვანეს ევროშესარჩევ მატჩამდე საათებიღაა დარჩენილი...

ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნისთვის ეროვნული გუნდის შესაძლო დამრიგებლობა დიდი გამოწვევაა. 46 წლის ცხადაძე ტიტულებით საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელია. თავად განსაჯეთ - თბილისის "დინამოსთან" ერთად საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვა, ხოლო ბოლნისის "სიონმა" მისივე ხელმძღვანელობით პირველად და უკანასკნელად იჩემპიონა.

"უაღრესად წარმატებული" შეგვიძლია ვუწოდოთ ცხადაძის მოღვაწეობას აზერბაიჯანულ "ინტერშიც". ამ გუნდში მან მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი და ბაქოური კლუბისთვის არც ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაუკლია. პლუს ამას, თანამეგობრობის თასი.

ცხადაძე "ინტერში" გატარებული დროით რეკორდსმენია იმ უცხოელ სპეციალისტებს შორის, სხვადასხვა დროს აზერბაიჯანის სხვადასხვა კლუბში რომ უმუშავიათ. აზერბაიჯანელ მწვრთნელებს შორის კი მას "დღეგრძელობით" მხოლოდ "ყარაბაღის" თავკაცი გურბან გურბანოვი შეედრება.

თავად ვარ იმის მომსწრე, როგორ გარემოში უწევს მუშაობა ცხადაძეს აზერბაიჯანში და პირდაპირ უნდა დავწერო - იმ ქვეყანაში, სადაც ქართველი მწვრთნელის ჰეგემონობას ვერავინ ეგუება, კახამ მაქსიმუმს მიაღწია.

რა თქმა უნდა, ამის თქმა ჯერ ადრეა, თუმცა ცხადაძეს აქვს ერთი ისეთი თვისება, რომელიც საქართველოს ნაკრებში მუშაობისას შეიძლება ძალიან წაადგეს. ვგულისხმობთ არაფრით გამორჩეული ფეხბურთელებით ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნას.

კიდევ - გია გეგუჩაძესთან ერთად, ქართველ მწვრთნელებში ის საუკეთესოა ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენაში, ნდობასა და დაწინაურებაში.

მწვრთნელად მისი დანიშვნის შემთხვევაში კი საქართველოს ნაკრებში რომ დისციპლინა უმაღლეს დონეზე იქნება, ამის თქმა აქედანვე შეიძლება.

მოკლედ, დაველოდოთ. ეს კია, რომ ამ კონკრეტულ დროს საქართველოს ნაკრები გილიოტინას უფრო ჰგავს ნებისმიერი მწვრთნელისთვის, ვიდრე ერთ რიგით სამუშაოს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 17 /
vinc mova gacnobierebuli unda qondes ro gineba ar acdebaa
dachi
15:19 15-11-2014
0
ქეცბამ ისეთი შეცდომა დაუშვა თქვენისთანა წკვინტლიანების სალაპარაკო და საბოიკოტო რო გაიხადა თავი ამას კიდე ჭამს ვინმე?
ავტორ არც გაატრაკო
13:14 15-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული