საქართველო-პოლონეთის მატჩის პირველ ტაიმში გოლი არ გასულა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მეოთხე ტურის მატჩს პოლონეთის ნაკრებთან მართავს. თბილისში, ეროვნულ სტადიონზე მიმდინარე შეხვედრაში, პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 0:0.

არადა, გოლის გატანის შანსი ორივე გუნდის ფეხბურთელებს ჰქონდათ.

შეხვედრა სტუმართა მცირე უპირატესობით დაიწყო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არც საქართველოს ნაკრები ჩამდგარა "ყრუ" დაცვაში.

მე-17 წუთზე პოლონელებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ - ბურთი ზედიზედ ორჯერ მოხვდა გიორგი ლორიას კარის ძელს. ჯერ არკადიუშ მილიკი ურტყამდა, შემდეგ კი კამილ გროშიცკი.

ამ უკანასკნელს კარგი ეპიზოდი აქედან ათიოდ წუთშიც ჰქონდათ,
თუმცა ამჯერად ლორიამ იყოჩაღა. 

საქართველოს ნაკრებს გატანის შანსი 41-ე წუთზე, მოედნის სიღრმიდან შესრულებული საჯარიმოს შემდეგ ჰქონდა.  პოლონელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობის შემდეგ, საბოლოო დარტყმა ვარდნაში სანდრო კობახიძემ შეასრულა, თუმცა ვოიცეხ შჩესნის კარს ახლო მანძილიდან ძლიერად დარტყმული ბურთი მცირე მანძილით ასცდა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო: გიორგი ლორია, უჩა ლობჟანიძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია, გია გრიგალავა, აკაკი ხუბუტია, ჯაბა კანკავა (კ), ბუბა დაუშვილი, ჯანო ანანიძე, სანდრო კობახიძე, ლევან მჭედლიძე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული