გიორგი ლორია: ძალიან ცუდი ვითარებაა...

AutoSharing Option
პოლონეთთან მატჩის შემდეგ "ლელომ" კომენტარი საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიას სთხოვა.

მეკარე, რომელმაც 14 ნოემბერს გამართულ მატჩში რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია, ამბობს, რომ ასეთ კატასტროფულ შედეგს ვერ წარმოიდგენდა...

- არ ვიცი, რა მოხდა. საკმაოდ ბევრი მომენტი შევქმენით და ისეთი თამაში იყო, ასეთ კატასტროფულ შედეგს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.

არ ვიცი, რა გითხრათ... ძალიან ცუდი ვითარებაა...

- რა სჭირს ნაკრებს?
- ფეხბურთსაც და ნაკრებსაც იგივე სჭირთ, რაც ქვეყანას. სხვას ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ არათუ ასეთი სხვაობით წაგებას, საერთოდ მარცხს არ ველოდი.

პირიქით, მეგონა, რომ მოვიგებდით. მაგრამ საბოლოოდ, კლასით ჩვენზე აშკარად მაღლა მდგომმა პოლონეთმა დამსახურებულად მოგვიგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო-პოლონეთი 0:4 - ნახვამდის ევროპავ, ნახვამდის თემურ! [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
რას მოგიტანს და ბუს კვერცხებს
grisha
16:22 17-11-2014
0
გელოდებიტ გერმანიასი! ვნახოტ ახალი მცვრტნელი რას მოგვიტანს
zviadi
14:18 17-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული