"დიახ, დაინტერესებული ვარ საბერძნეთის ნაკრების გაწვრთნით. საბერძნეთის ნაკრებში ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. ასე რომ, ეს მომხიბვლელი პერსპექტივაა.
შეგახსენებთ, რომ ქეცბაია ბერძნული მედიის ცნობით, კლაუდიო რანიერის შეცვლის ერთ-ერთი კანდიდატია.
საიტი მას, მისსავე "მეორე სამშობლოში", კვიპროსზე დაუკავშირდა:
"კვიპროსზე მხოლოდ დღეს ჩამოვედი. საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ამ თემაზე კონტაქტი არ მქონია.
ჯერ მხოლოდ თეორიულად შეიძლება ამაზე ლაპარაკი. სურვილი ნამდვილად მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ
რა თქმა უნდა, საქმე ძალიან ბევრი იქნება, მაგრამ მკვიდრი ბაზა არის და სიტუაციის შეცვლაც შესაძლებელია.
ჩემი აზრით, საბერძნეთის ნაკრებს ესაჭიროება ბერძნული რეალობის მცოდნე მწვრთნელი, რომელიც ლაპარაკობს ბერძნულად, რომელიც კარგად იცნობს ფეხბურთელების შესაძლებლობებს.
მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე კონკრეტულად არავისთან მილაპარაკია", - განაცხადა ქეცბაიამ, რომელიც 5 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა.
18 ნოემბერს საბერძნეთის ნაკრებს სერბებთან მატჩში დროებითი თავკაცი კოსტას ცანასი გაიყვანს.