თემურ ქეცბაია: საბერძნეთის ნაკრების გაწვრთნით დაინტერესებული ვარ

AutoSharing Option
ბერძნულ contra.gr-სთან კომენტარში საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ დაადასტურა, რომ დაინტერესებულია საბერძნეთის ნაკრების გაწვრთნით, რომლის მთავარი მწვრთნელის პოზიცია ამჟამად ვაკანტურია.

"დიახ, დაინტერესებული ვარ საბერძნეთის ნაკრების გაწვრთნით. საბერძნეთის ნაკრებში ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. ასე რომ, ეს მომხიბვლელი პერსპექტივაა.

შეგახსენებთ, რომ ქეცბაია ბერძნული მედიის ცნობით, კლაუდიო რანიერის შეცვლის ერთ-ერთი კანდიდატია.

საიტი მას, მისსავე "მეორე სამშობლოში", კვიპროსზე დაუკავშირდა:

"კვიპროსზე მხოლოდ დღეს ჩამოვედი. საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ამ თემაზე კონტაქტი არ მქონია.

ჯერ მხოლოდ თეორიულად შეიძლება ამაზე ლაპარაკი. სურვილი ნამდვილად მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ
ახლა საბერძნეთის ნაკრები რთულ სატურნირო სიტუაციაშია. ამის გამოსწორება შეიძლება.

რა თქმა უნდა, საქმე ძალიან ბევრი იქნება, მაგრამ მკვიდრი ბაზა არის და სიტუაციის შეცვლაც შესაძლებელია.

ჩემი აზრით, საბერძნეთის ნაკრებს ესაჭიროება ბერძნული რეალობის მცოდნე მწვრთნელი, რომელიც ლაპარაკობს ბერძნულად, რომელიც კარგად იცნობს ფეხბურთელების შესაძლებლობებს.

მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე კონკრეტულად არავისთან მილაპარაკია", - განაცხადა ქეცბაიამ, რომელიც 5 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა.

18 ნოემბერს საბერძნეთის ნაკრებს სერბებთან მატჩში დროებითი თავკაცი კოსტას ცანასი გაიყვანს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
აი მანდ უკვე გამოჩნდება შენი ნამდვილი სახე და მწვრთნელობა... მანდაც თუ ვერ მიაღწიე საშუალო შედეგ, მერე უკვე მარტო ქართული ფეხბურთის უნიათობაზე ნუ ილაპარაკეებ !!! იმედია პირიქით იქნება და დიდი წარმატება გექნება და აქაც მიხვდებიან რომ, მართალი იყავი და მერე მაინც იქნებ გამოიბერტყონ ჭუჭყი ყურებიდან და თვალებიდან ! მიდი თემურ ორ რამეს უნდა ახადო ეხლა ფარდა !
dave
17:03 18-11-2014
0
მიდი თემურ მიაწექი, მაგრად მინდა რომელიმე ნაკრები ან გუნდი ჩაიბარო და მერე შენებურად მიაღწიო იმ შედეგს რაც გულით გინდა.
jaga
17:05 18-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული