ევრო 2016-ის შესარჩევის სტატისტიკა: საუკეთესო და უარესი გუნდები და ფეხბურთელები

AutoSharing Option
ფოტოზე: რობერტ ლევანდოვსკი ევრო 2016-ზე ჯერჯერობით საუკეთესოა - 4 გოლი და 3 საგოლე პასი

როგორც ჩანს, როცა 53 მონაწილე ქვეყნიდან ევრო 2016-ის ფინალში 23 გავა, საფრანგეთში არ იქნება საქართველოს ნაკრები. ისედაც საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოასპარეზე თემურ ქეცბაიას გუნდმა ცუდი თამაშით დაისამარა საამისო რეალური შანსები.

რას ვიზამთ, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის რიგით მეექვსე ცდაც უნაყოფო გამოდგა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე 53 გუნდიდან 47-მა 4-4 ტური ითამაშა (პოლიტიკურმა ვითარებამ ორი თამაში აზარალა - ერთი გადაიდო, ერთი ჩაიშალა, ერთი ჯგუფიც ნაკლულია). ევროპის ჩემპიონატი მარტის ბოლომდე
დაგვემშვიდობა. დროა, სტატისტიკურ ანალიზს ჩავუღრმავდეთ.

4 ტურიდან უდანაკარგო მხოლოდ სამია: როი ჰოჯსონის ინგლისი, პაველ ვრბას ჩეხეთი და იან კოზაკის სლოვაკეთი. უქულოც სამია: ანდორა, დებიუტანტი გიბრალტარი და აზერბაიჯანი.

მოგეხსენებათ, ჯგუფების ორ-ორი გამარჯვებული ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს, ისევე, როგორც საუკეთესო მესამეადგილოსანი, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენი ჯგუფის წარმომადგენელი შოტლანდიაა.

ისე, თეორიულად, ჯერ არც არავის გაუნაღდებია ფინალური ეტაპის საგზური და არც არავის დაუკარგავს.

გუნდური სტატისტიკა
გოლები
* ყველაზე მეტი გოლი გაიტანა პოლონეთის ნაკრებმა - 15. სამწუხაროდ, აქედან 4 გიორგი ლორიას კარში გავიდა. შემდეგ მოდიან: ესპანეთი (13) და ინგლისი (11).

* მხოლოდ ორ ნაკრებს არ გაუტანია ჯერ - გიბრალტარს და სან მარინოს. მხოლოდ თითო გოლი გაიტანეს მალტამ, ლიხტენშტაინმა, ლატვიამ, ესტონეთმა და, რამდენადაც საკვირველი უნდა იყოს, საბერძნეთმა.

* პოლონეთის ნაკრებს საშუალოდ 3,75 გოლი გააქვს თამაშში.

* ყველა ნაკრებმა გაუშვა 1 გოლი მაინც. თითო ბურთი გაუტანეს ინგლისს, ხორვატიას, ბელგიას, რუმინეთს, უკრაინას, ალბანეთს და პორტუგალიას. ოთხეულის (რუმინეთი, უკრაინა, ინგლისი, ხორვატია) მაჩვენებელი 0,25 ბურთია თამაშში.

* ყველა ნაკრებმა გაუშვა, მაგრამ იმდენი არა, რამდენიც დებიუტანტმა - გიბრალტარელთა კარში უკვე 21 გოლი გავიდა (3 ქართულია). ანდორას 17 ბურთი აქვს გაშვებული. გიბრალტარელები თამაშში 5,25 გოლს უშვებენ.

* საუკეთესო გოლთა სხვაობა - პოლონეთი +13.

* უარესი გოლთა სხვაობა - გიბრალტარი - 21.

საქართველო
* საქართველოს ნაკრებს თამაშში 1 გოლი გააქვს და 1,75-ს უშვებს. ბურთების სხვაობა 4-7-ზე.

დარტყმები
* 101-ხელ დაარტყა მეტოქეთა კარისკენ მსოფლიოს ჩემპიონმა გერმანიამ. ეს საუკეთესო მაჩვენებელია. შემდეგ მოდიან: შვეიცარია (83) და ესპანეთი (77). გერმანელთა მაჩვენებელი - 25,25 დარტყმა თამაშში ოდნავ სჯობს ბელგიელებისას - 24,33 დარტყმა თამაშში.

* ალბანელებმა (2 თამაში) და ანდორელებმა მეტოქეთა კარისკენ - 11-11-ჯერ დაარტყეს. 2,75 დარტყმა კარისკენ ანდორელთა მაჩვენებელია.

* თუმცა კარში ზუსტი დარტყმებით შვეიცარიელები სჯობნიან გერმანელებს - 36 35-ის წინააღმდეგ. 32-ჯერ დაარტყა ზუსტად კარში პოლონეთმა.

საქართველო
* საქართველოს ნაკრებმა კარისკენ 42-ჯერ დაარტყა (თამაშში 10,2). აქედან 15 ზუსტი იყო, 21 ასცდა მიზანს, 6 მცველებმა დაბლოკეს და 2 ძელს მოხვდა (ძელს მოხვედრილები აცილებულებში ითვლება).

პასები
* ესპანეთის ნაკრებმა ყველაზე მეტი პასი გააკეთა, ჯამში 2 789. შემდეგ მოდის გერმანია (2 438) და შვეიცარია (2 328).

* ყველაზე ცოტა პასი გააკეთა ანდორის ნაკრებმა - 338. ესპანელებთან სხვაობა უზარმაზარია. შემდეგ მოდის სან მარინო (456) და ალბანეთი (540 - 2 თამაში).

* ესპანეთის ნაკრებმა გააკეთა 2 546 ზუსტი პასი, ხოლო გერმანიამ - 2 245. მესამეზე ისევ შვეიცარიაა - 2 104.

* ყველაზე ცოტა ზუსტი პასი ანდორის ანგარიშზეა - 227, შემდეგ მოდის სან მარინო - 322.

* პასების სიზუსტით ჰოლანდიის ნაკრები გამოირჩევა - 95%. მეორე ადგილზე კი ბევრისთვის მოულოდნელად, ფინეთია - 93%.

* ანდორის ნაკრები ამ მხრივაც მოიკოჭლებს - 67%.

* ბურთის ფლობა სერბთა პლუსია (2 თამაში) - 77%. ესპანეთის ნაკრები 67%-ით მეორეა, ხოლო გერმანია 66%-ით - მესამე.

* ანდორის ნაკრები ლამის ყველა მაჩვენებლით ყველაზე უხეირო გუნდია ევროპაში, ის თამაშის 26% ფლობს ბურთს. ოდნავ უკეთესები არიან სან მარინო და გიბრალტარი - 32%.

საქართველო
* საქართველოს ნაკრებმა გააკეთა 1 470 პასი, აქედან 1 298 ზუსტი, სიზუსტის მაჩვენებელია 88%. ბურთის ფლობა - 50%.

შეტევა
* ყველაზე მეტი კუთხური მოაწოდა გერმანიამ - 47, ყველაზე ცოტა - ანდორამ - 1.

* ყველაზე ცოტა კუთხური მოაწოდეს გერმანიის წინააღმდეგ - 4; მეტი გიბრალტარის წინააღმდეგ - 44.

* თამაშგარეში მხოლოდ ერთხელ მოხვდა სერბეთის ნაკრები (2 თამაში).

* ყველაზე მეტჯერ თამაშგარეში შვედეთი, შვეიცარია და ავსტრია მოხვდნენ - 15-15.

საქართველო
* საქართველოს ნაკრებმა მოაწოდა 16 კუთხური, მის წინააღმდეგ 23 კუთხური მოაწოდეს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები 6-ჯერ მოხვდნენ თამაშგარე მდგომარეობაში.

დისციპლინა
* ყველაზე მეტჯერ დაჯარიმდნენ: ყაზახეთი და აზერბაიჯანი - 65-65.

* ალბანეთის ნაკრები მხოლოდ 23-ჯერ დაჯარიმდა, მაგრამ ამ გუნდმა 2 მატჩი ითამაშა. 4-მატჩიანთა შორის კი ყველაზე სუფთად მალტა თამაშობს - 31 ფოლი.

* უკრაინელების და სლოვენიელების წინააღმდეგ 63-63-ჯერ დაარღვიეს თამაშის წესი. სხვათა შორის, საქართველოს ნაკრები 60 დარღვევით მის წინააღმდეგ მე-4 ადგილზეა. ეს ერთადერთი ასპექტია, სადაც ევროპაში ლიდერთა შორის ვართ. მოკლედ, ტექნიკა მაინც ჩვენს უძლიერეს იარაღად რჩება. გიბრალტარელების წინააღმდეგ მხოლოდ 26-ჯერ დაჯარიმდნენ.

* მხოლოდ 1 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული ბელგიას.

* 14-14 ყვითელი ბარათი მიიღეს ლატვიამ, რუმინეთმა და ანდორამ.

* 13 ნაკრების ფეხბურთელები გააძევეს. ამათგან ლატვიელები, ესტონელები და მალტელები - 2-2-ჯერ. საოცარია, მაგრამ მალტამ 2 გაძევება და 7 გაფრთხილება სულ რაღაც 31 ჯარიმაში მოახერხა.

საქართველო
* საქართველოს ნაკრებმა 43-ჯერ დაარღვია წესი, მის წინააღმდეგ კი 60-ჯერ დაჯარიმდნენ. საქართველოს ნაკრებმა 9 ყვითელი ბარათი მიიღო, გაძევება არ გვაქვს.

ინდივიდუალური სტატისტიკა
გოლები
გოლი ფეხბურთელი ნაკრები
5 ომერ დამარი ისრ.
5 დენი უელბეკი ინგ.
4 რობერტ ლევანდოვსკი პოლ.
4 თომას მიულერი გერმ.

შენიშვნა: დამარიმ 3 მატჩში შეძლო 5 გოლის გატანა, უელბეკმა - ოთხში.

პასები
პასი ფეხბურთელი ნაკრები
3 რობერტ ლევანდოვსკი პოლ.
3 ლუსიან სანმარტეანი რუმ.
3 პერ სკიელბრედი ნორვ.
3 ვლადიმირ ვეისი სლოვკ.
3 ერან ზაჰავი ისრ.

დარტყმები
დარტყმა ფეხბურთელი ნაკრები
13 უეინ რუნი ინგ.
11 გარეთ ბეილი უელ.
8 დიეგო კოშტა ჩელ.

* ყველაზე მეტი დარტყმა ააცილა ტონი კროოსმა (გერმანია) - 12.

* ყველაზე მეტი დარტყმა დაუბლოკეს ბალაშ ჯუჯაკს (უნგრეთი) - 7.

* ძელებს ბურთი ყველაზე მეტჯერ დეიან დამიანოვიჩმა (ჩერნოგორია) გაარტყა - 6.

საქართველო
* კარში ზუსტი დარტყმები (15): 2 - თორნიკე ოქრიაშვილი, ლევან მჭედლიძე, ნიკოლოზ გელაშვილი, ჯანო ანანიძე, ჯაბა კანკავა; 1 - დავით თარგამაძე, გია გრიგალავა, გიორგი პაპუნაშვილი, აკაკი ხუბუტია, გიორგი ჭანტურია.

* აცილება (21): 5 - ჯაბა კანკავა; 3 - სანდრო კობახიძე, საბა კვირკველია; 2 - ნიკოლოზ გელაშვილი, ჯანო ანანიძე, გიორგი ჭანტურია; 1 - ლევან მჭედლიძე, აკაკი ხუბუტია, ირაკლი ძარია, უჩა ლობჟანიძე.

* დაუბლოკეს (6): 2 - გიორგი ჭანტურია; 1 - ჯაბა კანკავა, უჩა ლობჟანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, ბუბა დაუშვილი.

* ძელები (2) - გიორგი ჭანტურია.

პასები
პასი ფეხბურთელი ნაკრები
434 ტონი კროოსი გერმ.
276 გრანიტ ჯაკა შვეიც.
274 სერგეი იგნაშევიჩი რუს.
273 ნიკლას მოისანდერი ფინ.
270 კოკე ესპ.

საქართველო
პასები: 198 - ჯაბა კანკავა; 159 - თორნიკე ოქრიაშვილი; 146 - გია გრიგალავა; 126 - აკაკი ხუბუტია; 124 - უჩა ლობჟანიძე; 121 - საბა კვირკველია; 108 - ბუბა დაუშვილი; 100 - ჯანო ანანიძე.

ზუსტი პასები: 179 - ჯაბა კანკავა; 139 - თორნიკე ოქრიაშვილი; 128 - გია გრიგალავა; 115 - აკაკი ხუბუტია, უჩა ლობჟანიძე, საბა კვირკველია.

დისციპლინა
* ყველაზე მეტჯერ დაჯარიმდა ჩრდილოირლანდიელი კაილ ლაფერტი - 16-ჯერ.

* ყველაზე მეტჯერ ეუხეშნენ ფინელ პერპარიმ ჰეტემაის და ბულგარელ გეორგი მილანოვს - 17-17-ჯერ.

* 3-3 ყვითელი ბარათის მიღება მოასწრეს: არდა თურანმა (თურქეთი), ჰალურ ჰანსონმა (ფარერები) და დალიბორ სტევანოვიჩმა (სლოვენია).

საქართველო
ჯარიმები: 7 - ჯაბა კანკავა; 6 - აკაკი ხუბუტია; 5 - ბუბა დაუშვილი; 4 - გია გრიგალავა, თორნიკე ოქრიაშვილი; 3 - ირაკლი ძარია, უჩა ლობჟანიძე, ლევან მჭედლიძე; 2 - გიორგი პაპუნაშვილი; 1 - დავით კვირკველია, ნიკოლოზ გელაშვილი, ჯანო ანანიძე, გიორგი ჭანტურია, საბა კვირკველია, ავთო ებრალიძე.

ჯარიმები (მათზე): 13 - ჯაბა კანკავა; 8 - თორნიკე ოქრიაშვილი; 7 - ბუბა დაუშვილი; 6 - გია გრიგალავა; 5 - ნიკოლოზ გელაშვილი; 3 - ჯანო ანანიძე, გიორგი ჭანტურია; 2 - აკაკი ხუბუტია, ლევან მჭედლიძე, გიორგი პაპუნაშვილი; 1 - ირაკლი ძარია, უჩა ლობჟანიძე.

გაფრთხილება: 2 - ბუბა დაუშვილი; 1 - ჯაბა კანკავა, გია გრიგალავა, აკაკი ხუბუტია, გიორგი პაპუნაშვილი, ირაკლი ძარია, უჩა ლობჟანიძე, დავით კვირკველია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
nika-ს. სათვალე გაიკეთე და დაინახავ
sesk
16:48 19-11-2014
0
swori pasi ar minaxia da saidan moitanet eg statistika
nika
14:09 19-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული