გიორგი ჭანტურია: პროფესიონალიზმი გვაკლია

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი ჭანტურია პოლონელთა გარემოცვაში
საქართველოს ნაკრების ახალ დამრიგებელს ეროვნული გუნდისთვის სადაგი ბევრი ფეხბურთელი არ დახვდება.

ვისზე უნდა ააწყოს მან ნაკრები? ერთ-ერთი ასეთი გიორგი ჭანტურია გვგონია - რუმინული "კლუჟის" შემტევი, ვინც თავის დროზე "ბარსელონას" ჭაბუკთა გუნდში თამაში მოასწრო, "ვიტესსა" და "ალანიაში" გააგორა ბურთი, მერე იტალიური "ვერონა" დააჭაშნიკა...

გიორგი ღიად გველაპარაკა ქართულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე, ეროვნულ გუნდზე, მის ჯერაც ინკოგნიტო დამრიგებელზე...

- უსიამოვნოა, მაგრამ პოლონეთთან მატჩს გვერდს ვერ ავუვლით. საუბ
არიც ამით დავიწყოთ...

- ვერ ავუვლით და არც უნდა ავუაროთ! ჩვენ თუ არ ვილაპარაკეთ ჩვენს პრობლემებზე, სხვა ჩვენ მაგივრად ამას არ გააკეთებს.

- მაინც რა მოხდა პოლონეთთან?
- სადამდეც გვეყო ძალა, უხეშად რომ ვთქვათ, იქამდე "გავქაჩეთ". პირველ ტაიმში გვქონდა საგოლე მომენტები. როცა პოლონეთის დონის გუნდთან თამაშობ და ასეთი შანსები გეძლევა, ისინი აუცილებლად უნდა გამოიყენო. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად ამოქმედდება დაუწერელი საფეხბურთო კანონი და აუცილებლად დაისჯები. ჩვენც ასე მოგვივიდა, თუმცა 0:4 ზედმეტი მგონია.

არ შემიძლია, კიდევ ერთი რამ არ ვთქვა - რატომღაც გამბედაობა გვაკლია. არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი. საკუთარი თავიდან დავიწყებ ამ შემთხვევაში...

- რა გვჭირს? რა არის დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა?
- სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ წავა თუ არა თემურ ქეცბაია, იმ წამსვე გვეშველება და აყვავდება ქართული ფეხბურთი. ყველას პასუხისმგებლობაა ის, რაც დღეს ხდება. ჩემიც, როგორც საქართველოს ნაკრების ერთი რიგითი ფეხბურთელის...

პროფესიონალიზმი გვაკლია. ესაა მთავარი. აქედან გამოვიდეთ და ვიფიქროთ. სხვაზე რა ვთქვა, მეც რამდენჯერმე ვყოფილვარ მინდორზე ზედმეტი წონით - ოპტიმალურზე 3-4 კილოგრამით მეტით. ესეც თემურ ქეცბაიას ბრალია? ამიტომ ვამბობ, ჯერ საკუთარ თავში ჩავიხედოთ.

ალბათ, მე ვარ ის ფეხბურთელი, ვისაც ყველაზე ხშირად ჰქონდა უთანხმოება ქეცბაიასთან. ახლა ეს კაცი წასულია და "წიხლის" მიყოლება, არა მგონია, მართებული საქციელი იყოს.

- ფეხბურთელებს რომ პროფესიონალიზმი მოგეთხოვებათ, ეს გასაგებია და კარგია, ამას რომ აღიარებთ. ესე იგი, პრობლემის ერთ მხარეს ხედავთ. მაგრამ საინტერესოა ფეხბურთელების აზრი იმაზე, თუ როგორი ყაიდის მწვრთნელი სჭირდება საქართველოს ნაკრებს. ამაზე რას იტყოდით?
- მე ვარ რიგითი ფეხბურთელი და ნებისმიერი ფორმაციის და სათამაშო სტილის მქონე ნაკრებში ვითამაშებ რიგითი ჯარისკაცივით. რაც შეეხება მწვრთნელს, ვისურვებდი, რომ საქართველოს ნაკრებმა, ახალი თავკაცის ხელმძღვანელობით, ლამაზი და შემტევი ფეხბურთი ითამაშოს.

- "ლამაზი და შემტევი ფეხბურთი" სათქმელად ადვილია. გვყავს კი შესაბამისი დონის მოთამაშეები?
- სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ გვყავს. ამის მაგრად მჯერა. მთავარია, აქცენტი გაკეთდეს ლამაზ, სანახაობრივ ფეხბურთზე.

- ...და ნაკრების თითოეულმა ფეხბურთელმა მეტი მოსთხოვოს საკუთარ თავს...
- საქართველოს ნაკრების თამაშს ყველა ჩვენგანი ასპროცენტიან ფიზიკურ მზადყოფნაში უნდა შეხვდეს. ახლა მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.

- გამოდის, რომ მომავლის იმედი გაქვთ...
- უიმედოდ რატომ უნდა ვიყოთ? ყველაფრის მიუხედავად, 30 ათასი კაცი მოვიდა ნაკრების თამაშზე. საწყენია, რომ ხალხს იმედი გავუცრუეთ, თუმცა ჩვენ უნდა შევძლოთ მათი გულების გათბობა და მოგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო-პოლონეთი 0:4 - ნახვამდის ევროპავ, ნახვამდის თემურ! [VIDEO+PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
ალეკო კაკაურიძე ჟურნლისტური სივრციდანაა ამოვარდნილი. მეც "მომწონს" ჭანტურია. განსაკუთრებით მისი სირბილის მანერა და რაც მთავარია სირბილისას სვეცკური მიხრა-მოხვრა.
amiko
10:53 20-11-2014
0
"ვისზე უნდა ააწყოს მან ნაკრები? ერთ-ერთი ასეთი გიორგი ჭანტურია გვგონია - რუმინული "კლუჟის" შემტევი, ვინც თავის დროზე "ბარსელონას" ჭაბუკთა გუნდში თამაში მოასწრო, "ვიტესსა" და "ალანიაში" გააგორა ბურთი, მერე იტალიური "ვერონა" დააჭაშნიკა..." - დაგლიჯა ყველგან :) . . . მოკლედ ალეკო, რომ ვკითხულობ, მგონი ძააალიან რომ გთხოვო, ჩემზეც დაწერ სტატიას :)
dave
15:15 19-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული