"ნაკრებს ის მწვრთნელი სჭირდება, საკუთარი თავისაც რომ სჯერა და ფეხბურთელებისაც"

AutoSharing Option
როგორც ვწერდით, ომარ თეთრაძემ ყაზახეთის სუპერლიგის კლუბ "ჟეტისუს" მთავარი მწვრთნელის პოსტი სექტემბერში დატოვა.

გუნდში ორწლიანი მუშაობის პერიოდში, ის არაერთ პრობლემას წააწყდა და მუშაობის გაგრძელება აღარ ისურვა. მაშინ ახალგაზრდა სპეციალისტმა (რომელსაც ზაფხულში თბილისის "დინამოს" მძლეველ "აქტობეში" იწვევდნენ) "ლელოსთან" ინტერვიუში თქვა, რომ მოლაპარაკება ჰქონდა რუსეთისა და ყაზახეთის რამდენიმე გუნდთან.

"ლელოსთვის" ცნობილი გახდა, რომ მალე თეთრაძე რუსეთის პირველი ლიგის ერთ-ერთ კლუბს ჩაიბარებს. ეს ინფორმაცია თავად ომართან გა
დავამოწმეთ:

"დიახ, ფაქტობრივად, 99 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ რუსულ კლუბში ვიმუშავებ. მაგრამ პირველი წრის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი და მთხოვეს, ეს ამბავი ჯერ არ გამემხილა, რადგან იმ გუნდს ამ მომენტში მწვრთნელი ჰყავს და ჩემგან ამაზე ლაპარაკი უხერხული იქნება.

მთავარი ისაა, რომ ამ გუნდს დასახული აქვს გარკვეული მიზანი, მე კი ყოველთვის ვამბობდი, რომ სწორედ ასეთ გუნდებში მუშაობა მსურდა", - ამბობს თეთრაძე.

45 წლის სპეციალისტს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დატრიალებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზეც ვკითხეთ:

"ჩემი აზრით, რაც არ უნდა მომხდარიყო, მწვრთნელს ნორმალურად უნდა დავშორებოდით.

მიუხედავად იმისა, რომ შედეგი ვერ აჩვენა, ქეცბაიას ვერავინ დასწამებს, რომ საქმეს ზერელედ მიუდგა. მან ქართული ფეხბურთის სამსახური ისურვა და მადლობა მაინც ეკუთვნის.

მიმაჩნია, რომ ამ გუნდიდან მაქსიმუმი გამოწურა. სხვა ამბავია, რომ ბოლოდროინდელმა სკანდალებმა ნაკრებზე ძალიან ცუდი გავლენა იქონია".

თეთრაძე ამბობს, რომ წარუმატებლობის მიუხედავად, ნაკრებში მეტ პოტენციალს ხედავს:

"დარწმუნებული ვარ, ამ გუნდს უკეთ თამაში შეუძლია. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ წამყვანი მოთამაშეების ნაწილი ნაკრებში თამაშზე უარს ამბობს. ასეთ შემთხვევაში, ქეცბაიას რა უნდა ექნა? დარწმუნებული ვარ, სხვადასხვა მიზეზით არჩამოსულ ყველა ფეხბურთელს რომ ეთამაშა, ბევრად ძლიერი ნაკრები გვეყოლებოდა.

ჩემი აზრით, ახლა საუკეთესო ვარიანტი ისეთი მწვრთნელის დანიშვნა იქნება, რომელსაც საკუთარი თავისაც სჯერა და ფეხბურთელებისაც.

მესმის, ეს ძალიან რთული ამოცანაა. სხვა თუ არაფერი, ფეხბურთელებს სტრესიდან გამოსვლა სჭირდებათ, გულშემატკივარიც უნდა დაიბრუნონ... მაგრამ ეს შეუძლებელი ნამდვილად არ მგონია".

თბილისის "დინამოს" ყოფილი მოთამაშე ამბობს, რომ ქართულ ფეხბურთში რთული მდგომარეობაა:

"ეს სამწუხარო რეალობაა და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ბოლო დროს აშკარად იგრძნობა, რომ პიროვნებების ნაკლებობაა. ადრეც გითხარით, ყაზახეთში ქართველი ფეხბურთელის წაყვანა მსურდა და საჭირო კანდიდატი ვერ მომიძებნეს.

ჩვენი პრობლემა არა ნაკრები, არამედ არსებული სისტემაა, რომელიც საქართველოში დაბადებულ ტალანტებს გასაქანს არ აძლევს. ასეთ დროს, ქეცბაია ვერაფერს გახდებოდა. ადრე კი ამაზე ზრუნავდნენ და ფეხბურთელთა გაზრდას ახერხებდნენ.

საამისოდ ბავშვთა ფეხბურთს და მწვრთნელთა განათლებას უნდა მივხედოთ. ყაზახეთში მიხვდნენ, რომ ეს ორი რამ აუცილებელია და უზარმაზარ თანხას ხარჯავენ. ადრე თუ გვიან, ეს ყველაფერი შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ჩვენ კი საამისოდ რას ვაკეთებთ? ჯერჯერობით, არაფერს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
amas saertod rato
tvlit kartvelad? chveulebrivi ... romelmac sakartvelos nakrebze uari tkva da rusetis nakrebshi itamasha. bevrs shestavazes da marto es datanxmda
tetradze
14:22 22-11-2014
0
tetradze ეს კარგი ვარიანტია არ გინდათ აქ შოვინიზმი სუფთა ფეხბურთზე ილაპარაკე და გვაჩვენე რა გესმით
grisha
14:56 22-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული