უეფა კანდიდატურებს გვთავაზობს - იანვარში ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ საქართველოს ნაკრების აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას მუშაობის შეფასებისგან თავი შეიკავა:

"მწვრთნელის მუშაობას როგორ შევაფასებ? ეს უკვე თავად ქეცბაიამ გააკეთა, როცა ციკლი ჩავარდა და გადადგა. შეფასებას აკეთებს გულშემატკივარი იმ თამაშებითა და ანგარიშებით, რაც საბოლოოდ ისტორიას რჩება. მაგრამ, როგორც უნდა იყოს, თემურს ხუთწლიანი მუშაობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო".

ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობაზე ფედერაციის პრეზიდენტი ჯერ კონკრეტულად ვერაფერს ამბობს:

"ამ საკითხზე მუშაობა უკვე დავიწყეთ და აგენტებისგან რამდენიმე შემოთავაზებაც გვაქვს. სხვათა შორის, კანდიდატები უეფაში ვიზიტის დროსაც შემოგვთავაზეს.
არც ერთ მათგანს არ გამოვრიცხავ.

ერთი თვე გვაქვს იმისთვის, რომ ყველაფერი გადავწყვიტოთ. ახალ მთავარ მწვრთნელს კი ექნება სამი თვე, პირველი ამხანაგური მატჩისთვის რომ მოემზადოს. 25 მარტს თბილისში მალტის ნაკრებთან სპარინგი უკვე შევათანხმეთ".

სიჭინავას არ დაუკონკრეტებია, უცხოელისკენ იხრება მისი არჩევანი თუ ადგილობრივი სპეციალისტისკენ. ეს არც რევაზ არველაძემ ისურვა:

"შესაძლოა, შემოთავაზებებში საინტერესო კანდიდატურებიცაა, მაგრამ ჯერ მათზე ლაპარაკი არასერიოზულია. თუმცა, იმას კი ვიტყვი, რომ ნაკრებს იანვარში ახალი მწვრთნელი ეყოლება. გერმანიასთან შესარჩევ მატჩამდე დრო მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
Utsxoels tavi daanebet qartvels mietsit sashualeba da is danazogi fuli qartul fexburts moaxmaret
Gala
14:08 20-11-2014
0
მწვრთნელი კი არა 2 ტაიმის მოთამაშე ფეხბურთელები გვჭირდება!
გუჯა კახაძე
14:21 20-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული