კახა ცხადაძე თანახმაა, საქართველოს ნაკრებში უხელფასოდ იმუშაოს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმწვრთნელობაზე ერთ-ერთი რეალური კანდიდატი კახა ცხადაძეა. ის თანახმაა, უახლოეს ორ ევროშესარჩევ მატჩში, ყოველგვარი ფინანსური ინტერესის გარეშე, უხელმძღვანელოს ეროვნულ გუნდს.

საქართველო 29 მარტს გერმანიას მასპინძლობს, 13 ივნისს კი სტუმრად პოლონეთს ეთამაშება.

ცხადია, ამის პარალელურად, ცხადაძე იმუშავებს აზერბაიჯანულ "ინტერშიც". კლუბთან მას მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს.

ამასობაში, სეზონი დამთავრდება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეფობას შეუძლია, ცხადაძესთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილოს.

ვერაფერს იტყვი, ცხადაძის მხრიდან ეს სოლიდური და პატრიოტული ჟესტია. არც გვიკვირს - საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს
ეროვნული გუნდის დაარსების დღიდანვე უკეთებია კარგი საქმეები ქვეყნის უპირველესი გუნდისთვის.

ფეხბურთის ფედერაცია კი სიახლეებს მომავალი კვირიდან გვპირდება:

"კახა ცხადაძესთან შეხვედრა არ ყოფილა. მხოლოდ მაშინ ვნახეთ ერთმანეთი, როცა საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებთა მატჩზე იყო ჩამოსული.

როგორც დაგპირდით, ამ დღეებში გვექნება გარკვეული სიახლეები", - გვითხრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ, რომელსაც გუშინ შევეხმიანეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
გულიანი კაცია, დაუთმეთ ასპარეზი. ამ ეტაპზე მხოლოდ ცხდაძე გააერთიანებს მაყურებელსა და ფეხბურთელებს, გააღვივებს მიძინებულ ქართულ საფეხბურთო სულს, რაც გერმანიასთან და პოლონეთთან (შეიძლება დამცინოთ), გამარჯვების იმედს მიტოვებს. ენდეთ.
avto
10:27 25-11-2014
0
ვააა..... ისევ "ამხანაგ" კაკაურიძის სტატია "კაკაურიძისეულად", ანუ ქეცბაია არაპატრიოტი, არასდროს არაფერი გაუკეთებია და ცხადაძე "მაგარი ჯიგრიანი ბიჭი, რომელსაც სულ სიკეთე უკეთებია და არც გვიკვირს" რომ ამ ჟესტს აკეთებს და ბევრჯერ გაუკეთებია, აქ რა თქმა უნდა იგულისხმება, რომ ქეცბაია არაპატრიოტია
გულშემატკივარი
23:50 24-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული