ცნობილია, რომ ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 2015 წელს უნდა ჩატარდეს, თუმცა ოფიციალური თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია.
სიჭინავა, ასევე, საქართველოს ნაკრების თემასაც შეეხო და დაადასტურა, რომ ნაკრების მწვრთნელობის რეალური კანდიდატები მათთვის დეკემბერში იქნება ცნობილი, ამ დროისთვის კი საკმაოდ ბევრი კანდიდატურა განიხილება, რომელთა შორის ბევრი უცხოელი მწვრთნელიც არის - 4 მარტო
მისი თქმით, ერთ-ერთი მათგანი გერმანელი ლოთარ მათეუსია, რომელიც დაინტერესებულია საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავებით.
გადაცემის წამყვანმა ზვიად სიჭინავას თემურ ქეცბაიას საქართველოს ნაკრებში 5-წლიანი მუშაობის პერიოდის შეფასება სთხოვა, თუმცა მან ყოფილი მწვრთნელის შეფასებაზე უარი განაცხადა.
სამაგიეროდ, საკმაოდ ორაზროვანი კომენტარი გააკეთა მომავალ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებასთან დაკავშირებით - კანდიდატურის წამოყენებას არ ვაპირებ, მაგრამ არც გამოვრიცხავო.
"14 ნოემბერს გვქონდა პოლონეთთან მატჩი, ხოლო უკვე 13 ნოემბერს მივიღე ოფიციალური შემოთავაზება ერთი მწვრთნელისგან. მეორე დღეს კი, სანამ თამაში დამთავრდებოდა, კიდევ სამი მწვრთნელის შემოთავაზება მივიღე. დღეისთვის კი დაახლოებით 20-ზე მეტი შემოთავაზება მაქვს მწვრთნელებისგან.
ბოლო დროს ფედერაციის მიმართ გაკეთებული განცხადებები, ცოტა არ იყოს, შეურაცხმყოფელია, რადგან კრიტიკა უსაფუძვლოა. თუ ვინმეს კრიტიკის საფუძველი აქვს, გამოვიდეს და დაასაბუთოს.
კანდიდატურის წამოყენებას არ ვაპირებ, მაგრამ არც გამოვრიცხავ.
მივიდეთ მშვიდად 2015 წლის არჩევნებამდე და ღირსეულმა გაიმარჯვოს! პირადად, მხარს რევაზ არველაძეს ვუჭერ.
თემურ ქეცბაიასთან პოლონეთთან თამაშის შემდეგ არ მისაუბრია. ერთადერთი, იმის თქმა შემიძლია, რომ მატჩის შემდეგ საკმაოდ გულდაწყვეტილი იყო.
ქეცბაიას 5-წლიან მუშაობას ვერ შევაფასებ. ჩემთვის, ერთადერთი საწყენი ისაა, რომ პირველ ნაკრებში ვერ მივაღწიეთ წარმატებას, თორემ ასაკობრივ ნაკრებებში იყო წარმატებები.
მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. არის საკმაოდ ბევრი უცხოელიც. მათ შორის ერთ-ერთი ლოთარ მათეუსია.
ჯერჯერობით, არ ვჩქარობთ და ვვარაუდობ, რომ დეკემბერში უკვე რეალური კანდიდატები გვეცოდინება", - თქვა სიჭინავამ.
მოამზადა კახა თორიამ
უნდა იცნობდეს ქართულ ფეხბურთს, ცხოვრობდეს საქართველოში, სანკრებო გამოცდილება უნდა უმაგრებდეს ზურგს! ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელებს უნდა ჰქონდეთ დაწინაურების შანსი! ყველა ნორმალურ ევროპულ ქვეყნებში ასე ხდება....