ზვიად სიჭინავა: დღეისთვის 20-ზე მეტი მწვრთნელის შემოთავაზება მაქვს

AutoSharing Option
24 ნოემბერს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ დიმა ობოლაძის გადაცემა sporttime-ში ფედერაციის მიერ განსახორციელებელ პროექტებსა და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა და ნაწილობრივ ფეხბურთის ფედერაციის მიმართ ბოლო პერიოდში გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებზეც გააკეთა კომენტარი.

ცნობილია, რომ ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 2015 წელს უნდა ჩატარდეს, თუმცა ოფიციალური თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია.

სიჭინავა, ასევე, საქართველოს ნაკრების თემასაც შეეხო და დაადასტურა, რომ ნაკრების მწვრთნელობის რეალური კანდიდატები მათთვის დეკემბერში იქნება ცნობილი, ამ დროისთვის კი საკმაოდ ბევრი კანდიდატურა განიხილება, რომელთა შორის ბევრი უცხოელი მწვრთნელიც არის - 4 მარტო
გერმანიიდან.

მისი თქმით, ერთ-ერთი მათგანი გერმანელი ლოთარ მათეუსია, რომელიც დაინტერესებულია საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავებით.

გადაცემის წამყვანმა ზვიად სიჭინავას თემურ ქეცბაიას საქართველოს ნაკრებში 5-წლიანი მუშაობის პერიოდის შეფასება სთხოვა, თუმცა მან ყოფილი მწვრთნელის შეფასებაზე უარი განაცხადა.

სამაგიეროდ, საკმაოდ ორაზროვანი კომენტარი გააკეთა მომავალ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებასთან დაკავშირებით - კანდიდატურის წამოყენებას არ ვაპირებ, მაგრამ არც გამოვრიცხავო.

"14 ნოემბერს გვქონდა პოლონეთთან მატჩი, ხოლო უკვე 13 ნოემბერს მივიღე ოფიციალური შემოთავაზება ერთი მწვრთნელისგან. მეორე დღეს კი, სანამ თამაში დამთავრდებოდა, კიდევ სამი მწვრთნელის შემოთავაზება მივიღე. დღეისთვის კი დაახლოებით 20-ზე მეტი შემოთავაზება მაქვს მწვრთნელებისგან.

ბოლო დროს ფედერაციის მიმართ გაკეთებული განცხადებები, ცოტა არ იყოს, შეურაცხმყოფელია, რადგან კრიტიკა უსაფუძვლოა. თუ ვინმეს კრიტიკის საფუძველი აქვს, გამოვიდეს და დაასაბუთოს.

კანდიდატურის წამოყენებას არ ვაპირებ, მაგრამ არც გამოვრიცხავ.

მივიდეთ მშვიდად 2015 წლის არჩევნებამდე და ღირსეულმა გაიმარჯვოს! პირადად, მხარს რევაზ არველაძეს ვუჭერ.

თემურ ქეცბაიასთან პოლონეთთან თამაშის შემდეგ არ მისაუბრია. ერთადერთი, იმის თქმა შემიძლია, რომ მატჩის შემდეგ საკმაოდ გულდაწყვეტილი იყო.

ქეცბაიას 5-წლიან მუშაობას ვერ შევაფასებ. ჩემთვის, ერთადერთი საწყენი ისაა, რომ პირველ ნაკრებში ვერ მივაღწიეთ წარმატებას, თორემ ასაკობრივ ნაკრებებში იყო წარმატებები.

მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. არის საკმაოდ ბევრი უცხოელიც. მათ შორის ერთ-ერთი ლოთარ მათეუსია.

ჯერჯერობით, არ ვჩქარობთ და ვვარაუდობ, რომ დეკემბერში უკვე რეალური კანდიდატები გვეცოდინება", - თქვა სიჭინავამ.

მოამზადა კახა თორიამ
მკითხველის კომენტარები / 13 /
მგონი ქეცბაიასთან ერთად უნდა გაეზიარებია ფედერაციას პასუხისმგებლობა,ეს ჟურნალისტები რამ გამოაშტერათ
geronti
22:51 25-11-2014
0
Ver gavige am jurnalistebis me aravis damtsveli ar var magram qetsbaias pirshi ecrebodnen da gushin minashvils da oboladzes pretenziebi ar qoniat chinovnikebtan, orosani bavshvebivit ikvnen. Magrebi xart ra.
Gala
20:12 25-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული