ოფიციალურად: ლოთარ მათეუსი საქართველოს ნაკრებში გამორიცხულია!

AutoSharing Option
ფოტოზე: ლოთარ მათეუსი ძმებ არველაძეებთან ერთად ფეხბურთის ფედერაციაში სტუმრობისას

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კვლავ აგრძელებს ეროვნული ნაკრებისთვის მწვრთნელის ძიების პროცესს. როგორც შევიტყვეთ, ამ დროისთვის მიმდინარეობს კონკრეტული კანდიდატების განხილვა და გაცხრილვა.

ერთი კი შეიძლება ითქვას - სანამ მოლაპარაკება კონკრეტულ კანდიდატთან ფინიშის სწორზე არ გავა, მანამდე ფედერაცია ამ კანდიდატის ვინაობის გამხელას არ იჩქარებს. სხვათა შორის, თითქმის ყველა უცხოელი სპეციალისტი ამ პირობას აყენებდა, სანამ საქართველოში მუშაობას დათანხმდებოდა. ამიტომ კონფიდენციალურობა გასაკვირი არ არის.

სადღაც დეკემბრის ბოლოსათვის უკვე იქნება გამოკვეთილი კანდიდატი, თუმცა, ჩვენი მხრივ, არც მანამდე
დავაკლებთ ცდას, რომ კონკრეტული სიახლე გულშემატკივარს დროულად შევატყობინოთ.

რაც შეეხება ლოთარ მათეუსის თემას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დაგვიდასტურეს, რომ გერმანელი აგენტისგან შეთავაზება ნამდვილად მიიღეს. ისიც შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ მათეუსის კანდიდატურა არ განიხილება და მისი მოსვლა საქართველოს ნაკრებში გამორიცხულია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს არველაძეები უკვე ყველას აღიზიანებენ რაა
dato
12:13 27-11-2014
0
ამ არველაზეების ბრალია ,რას ქესბაიას გაუკეტეს , მატი მოქმედებიტ ხდებოდა კველაპერი ა სე ამბობდა კველა უსნობი და ნასნობი
natela
12:42 27-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული