კახა ცხადაძე: ...სწორედ ეს კითხვა უნდა დაისვას მძაფრად!

AutoSharing Option
46 წლის კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ყოველ შემთხვევაში, მის დანიშვნას არაერთი გულშემატკივარი და სპორტული ჟურნალისტი ემხრობა.

ის საქართველოს ნაკრებისთვის რიგითი კაცი არ არის - წლების განმავლობაში იყო ეროვნული გუნდის კაპიტანი და დაცვის ბურჯი...

ცხადაძის სამწვრთნელო საქმიანობა კი, აგერ, უკვე ათი წელია, გრძელდება. ტიტულებიც საკმაოდ აქვს - საქართველოს ჩემპიონობა (ორჯერ), აზერბაიჯანული ოქრო, თანამეგობრობის თასი...

გუშინ "ლელო" მას აზერბაიჯანში დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა...

- საინტერესოა, იყო თუ არა კონკრეტული შეთავაზება საქართველოს ფეხბურთის ფედე
რაციისგან?

- არანაირი შეთავაზება არ ყოფილა. რაც შეეხება სიტუაციას, ყველამ ვიცით, რომ არ არის საქმე მარტივად. ერთს ვიტყვი - მე, ისევე, როგორც თითოეული რიგითი ქართველი, ვალდებული ვარ, სამშობლოს ვემსახურო. და კიდევ - დღეს იქნება თუ ხვალ, ყველანი დავბრუნდებით საქართველოში.

- როგორც ვიცით, ცოტა ხნის წინათ გამოხატეთ მზადყოფნა, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე უხელმძღვანელოთ საქართველოს ნაკრებს გერმანიასა და პოლონეთთან მომდევნო შესარჩევ მატჩებში...
- მინდა, ჩემი პოზიცია სწორად აღიქვან ჩვენმა გულშემატკივრებმა და საფეხბურთო საზოგადოებამ. ჩემი ჟესტით მე არავის ვახვევ თავს საკუთარ კანდიდატურას.

ვიცი, რომ ფეხბურთის ფედერაცია არ არის იოლ სიტუაციაში. ვალდებულად ჩავთვალე თავი, გამომეხატა მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში დავხმარებოდი ჩემთვის უძვირფასეს გუნდს და ჩემს მეგობრებს, რომლებიც ფედერაციაში მუშაობენ. მით უმეტეს, ჩემი აზრით, სიჩქარე ამ შემთხვევაში არ გამოგვადგება. ამ ციკლში უნდა ჩაეყაროს საფუძველი მომავალ წარმატებებს.

მე ბევრისთვის "მონსტრი" ვარ, მაგრამ არიან ისეთი "მონსტრებიც", რომელთაც კარგი საქმის გაკეთება შეუძლიათ.

- ევროშესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების ორი უახლოესი მეტოქე გერმანია და პოლონეთია. ასეთ გუნდებთან მატჩების წინ ნაკრებში მისვლა სარისკო არ არის ახალი მწვრთნელისთვის?
- დიდი წნეხი იქნება, ეს ფაქტია. მთავარია, ახალმა მწვრთნელმა აჩვენოს სწორი მიმართულება, გააკეთოს სწორი აქცენტები. როგორც ვიცი, ამ ორ შესარჩევ მატჩამდე დაგეგმილია ამხანაგური შეხვედრა მალტასთან და ამ თამაშს შეუძლია, პოზიტიური როლი შეასრულოს ჩვენი ნაკრების ცხოვრებაში.

ამ ეტაპზე, მთავარია, ამაღლდეს ფეხბურთელების მორალურ-ფსიქოლოგიური განწყობა და გულშემატკივარს დავუბრუნოთ ქართული ფეხბურთის მიმართ ნდობა. ფაქტია, ბევრი ნეგატივი დაგვიგროვდა.

- საქართველოს ნაკრების მწვრთნელობაზე დათანხმება გილიოტინაზე ასვლას ჰგავს. ეთანხმებით ამ შეფასებას?
- მწვრთნელობა ისეთი პროფესიაა, სულ გილიოტინაზე გიდევს თავი და არავინ იცის, როდის წაგაცლიან... იგებ? გაქებენ, თუ არა და...

- არის წარმატების მისაღწევად აუცილებელი რესურსი?
- ბევრი პრობლემაა, ძალიან ბევრი... რასაც თემურ ქეცბაია ამბობდა, მართალი იყო. არ შემიძლია, ერთ რამეზე არ ვთქვა - დღეს ბევრი ამბობს, რომ ჩვენში ბავშვთა ფეხბურთი ცუდ დღეშია. არადა, ბავშვები მოდიან, ელიტრაუნდებს იგებენ, ევროპის პირველობაზე ტოლს არავის უდებენ...

- ...და რა ხდება მერე?
- სწორედ ეს კითხვა უნდა დაისვას მძაფრად. ის ხდება, რომ, ვთქვათ, ჰოლანდიელი ბიჭი სათამაშოდ ერედივიზიონში მიდის, ხოლო ჩვენი ახალგაზრდა საქართველოს ჩემპიონატშიც კი ვერ თამაშობს. მთელი რესურსი და ძალები უნდა მივმართოთ საქართველოს ჩემპიონატის გაძლიერებისკენ. აქ არ არის პირობები. თუნდაც, ჩემი მშობლიური ქალაქის, რუსთავის "მეტალურგის" ყოფა ავიღოთ...

ჩემპიონატი რომ კარგი გვექნება, მხოლოდ ერთ ტაიმს აღარ ითამაშებს ნაკრებში ფეხბურთელი. ავიღოთ აზერბაიჯანის პირველობა. ჩემს გუნდში ფეხბურთელი 13 კილომეტრს დარბის ერთი კონკრეტული მატჩის განმავლობაში.

კარგი, მე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ვითამაშე, მაგრამ საიდან წავიდნენ ევროპაში ქინქლაძე, შოთა, არჩილი, კობიაშვილი, იაშვილი და სხვები? პასუხი ყველამ ვიცით - საქართველოს ჩემპიონატიდან!

- დავუშვათ, ორი მატჩი თქვენ ჩაატარეთ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე და ოდნავი უკეთესობა მაინც ვიგრძენით. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება თუ არა საუბარი თქვენსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის გრძელვადიან თანამშრომლობაზე?
- არ იქნება ახლა სწორი, რომ ამ თემაზე ვილაპარაკოთ. ჩემი, როგორც რიგითი ქართველის პოზიცია ასეთია - მზად ვარ, მუდამ ვემსახურო საქართველოს!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 26 /
კახა კარგი ფეხბურთელი იყო, კარგი მწვრთნელიც არის, მაგრამ მისი ნაკრებში მწვრთნელობა, არ იქნება მიზანშეწეწონილი, ბევრი მიზეზით ერთადერთი კანდიდატი დღეს არის გეგუჩაძე, რა თქმა უნდა დევდარიანთან ერთად და ყველაზე პირველ რიგში, ფედერაციის ყველა წევრმა აუცილებლად უნდა დატოვოს პოსტი. სხვა შემთხვევაAში არანაირი აზრი არ ექნება თუ ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი. არადა ეს ნაგლები ისევ აპირებენ დარჩენას.
Levan
03 დეკემბერი 2014 17:26
0
რაზე მეცინება იცით? არიან საკმაო რაოდენობის ადამიანები ვინც ინტერნეტში სხვადასხვა სტატიებს იმიტომ კი არ ეცნობიან რომ რაიმე შეიტყონ არამედ მათი ერთადერთი მიზანი ისაა სადმე წერტილი ან მძიმე ნახონ არასწორად დასმული. მათი ფუთფუთი ძალიან სასაცილოა ხოლმე. მსგავსი ერთერთი მაგალითი:"ალეკო გილიოტინაზე არ ადიან მგონი ასვლა ეშაფოტზეა ;-)" ვააა, ყოჩაღ შენ გიგა. აფერუმ შენს აღმოჩენას. კი მაგრამ არ გეზარებათ თქვე ბატებო ამხელა სტატიების კითხვა მხოლოდ იმისთვის რომ მსგავსი "აღმოჩენებით" თავი მოიწონოთ?
გოგა
02 დეკემბერი 2014 10:54
0
ალეკო გილიოტინაზე არ ადიან მგონი ასვლა ეშაფოტზეა ;-)
გიგა
29 ნოემბერი 2014 14:26
0
კაკაურიძე და სპირტული ჟურნალისტი ...... :-D
giga
29 ნოემბერი 2014 14:21
0
დადე ფაქტი, სადაც კაკაურიძეს უწერია, რომ ეს ვეტერანები საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები არიან. შენ ხარ ცრუ. თუ არ მოგწონს ავტორი, ნუ წაიკითხავ. სულ ესაა. ბოღმა ხარ და ღმერთის წინაშე ცოდავ. რაგინდაამ კაკაურიძესთან თქვი. კარგად წერს და ორივე მხარეს აშუქებს. ნუ წაიკითხავ შენც და ვსიო
gulSematkivars
29 ნოემბერი 2014 12:49
0
ერთი ჯიგარი უკვე გვყავდა...და საერთოდ მგონი ჯიგრობით არ უნდა ვაფასებდეთ ნაკრების მწვრთნელს...ცხადაძის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მასზე უფრო მიზანშეწონილად მიმაჩნია გეგუჩაძე დევდარიანის დუეტის დანიშვნა...თან ცქიფომ უკვე განაცხადა გეგუჩაძის ასისტენტობაზე თანხმობა და რაღას ელოდება .. ფედერაცია?...ან ამ ინტერაქტივებს რისთვის ატარებთ თუ მათ არავინ ითვალისწინებს?
murtalo
29 ნოემბერი 2014 12:41
0
ისევ "ამხანაგი" კაკაურიძე...... ეს ის კაკაურიძე არ არის, მესხი, მეტრეველი, გუცაევი, ყიფიანი, ხურცილავა, სიჭინავა, მაჩაიძე, სულაქველიძე, ჩივაძე და ა.შ. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები რომ ეგონა? ყოველ შემთხვევაში თავისი სტატიიდან ეს პათოსი "გამოსჭვივოდა" როგორც ამხ. კაკაურიძე იტყოდა. ამ საიტზე სტატიის ავტორს ვკითხულობ პირველ რიგში და სტატიას მერე ვკითხულობ და როდესაც ვხედავ რომ ამსტატიის ავტორი "უპროფესიონალურესი" ამხანაგი კაკაურიძეა..... რად უნდა ამ სტატიას წაკითხვა. ისე კახას ვენაცვალე, მაგარი კაცია. ის ნამდვილი ჯიგარია.
კაკაურიძეს რაც შეეხება, მისის სტატია ან როგორ უნდა წავიკითხო მისი ესოდენ ტენდენციურობის შემდეგ? უკიდურეს არაპროფესიონალიზმზე რომ არაფერი ვთქვათ. როგორც იტყვიან "საქმემან შენმან წარმოგაჩინოს შენ" და როდესაც 5-6-7-10-100 და საერთოდ უმრავლეს შემთხვევაში "ხელოსანი" არ აკეთებს რაც უნდა გააკეთოს, მე იმ ხელოსანს არ დავუძახებ და შესაბამისად მისი ნამუშევრის ნახვასაც აზრი ეკარგება
გულშემატკივარი
29 ნოემბერი 2014 11:03
0
ვაფასებ კახას მაგრამ ორ ადგილზე მუშაობა ნამდვილად არ იქნება და ვერ იქნება ეფეკტური მე ვფიქრობ ყველაზე რეალური და ქართველებისთვის იდეალური იქნება ივო შუშაკი დავაბრუნოთ საქართველოში. უდუდესი გამოცდილების მქონე ადამიანი და უაგრესათ შეყვარებული საქართველოზე!
მოქალაქე
28 ნოემბერი 2014 23:12
0
კარგი კანდიდატურაა,წინადადებასაც კარგს გვთავაზობს და რაღას ველოდებით?
geronti
28 ნოემბერი 2014 20:50
0
კახას დანიშვნა შეიძლება კარგი იყოს მარა ის მაფიქრებს, რომ ქეცბაიას არ იყოს ესეც მაგარი "ფსიხია" და მე მგონი ამ ეტაპზე ნაკრებს ვინმე მშვიდი ნერვების პატრონ გამოადგება.
sabonis
28 ნოემბერი 2014 20:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული