"ლელო" ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს დაუკავშირდა.
რა თქმა უნდა, არველაძესთან, ამ ეტაპზე, კონკრეტული კანდიდატურების ირგვლივ არ გვისაუბრია. ფედერაციას თავისი საქმე და გრაფიკი აქვს, ამიტომ მოვლენებს წინ ვერ გაასწრებს.
დღესდღეობით, ფეხბურთის ფედერაცია რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს, ფავორიტი კი, როგორც ჟურნალისტური ალღო გვკარნახობს, ორია - კახა ცხადაძე და გია გეგუჩაძე. ამ ორს შორის კი გამოკვეთილი ცხადაძის ვარიანტია.
"ჩემი აზრით, იანვრის დასაწყისში საქართველოს ნაკრებს უკვე ეყოლება
ჯერჯერობით, კონკრეტულ კანდიდატებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა უნდა დაგიდასტუროთ, რომ ამ კუთხით მუშაობა მიდის. ისიც შეგიძლიათ დაწეროთ, რომ ჩვენ იმ კანდიდატურებზე ვმსჯელობთ, რომლებზეც ქართულ სპორტულ მედიაში უკვე დაიწერა.
დაკონკრეტება კი ამ ეტაპზე არ იქნება მართებული, რადგან სეზონი ჯერ არ დასრულებულა და ზოგიერთ მწვრთნელს შეიძლება კონკრეტული ვალდებულება აკავშირებდეს ამა თუ იმ სუბიექტთან", - ამბობს ფედერაციის გენმდივანი.
თითქმის გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებს არა უცხოელი (შეგახსენებთ, რომ ფედერაციას რამდენიმე კანდიდატურა შესთავაზეს. ლაპარაკი იყო ოთხ ინკოგნიტო გერმანელზეც), არამედ ადგილობრივი სპეციალისტი ჩაიბარებს.
არველაძე ამის თაობაზე ამბობს:
"ამ ეტაპზე, რომ არ დაგიმალოთ, პირადად მე ქართველი სპეციალისტისკენ ვიხრები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უცხოელი ბოლომდე გამორიცხულია. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ გამოჩნდეს კანდიდატურა, რომელიც მისაღები იქნება ჩვენთვის და საფეხბურთო საზოგადოებისათვის".
დაბოლოს, ვისარგებლეთ შემთხვევით და არველაძეს იმაზეც ვკითხეთ, გუშინდელ ნომერში რომ გვეწერა - ქართველ მსაჯებს მალე დანიელი იორნ ლარსენი უხელმძღვანელებს.
ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ამასთან დაკავშირებით გვითხრა:
"ლარსენი თავისი საქმის პროფესიონალია. ამ კაცს გარკვეული ფორმალობები აქვს მოსაგვარებელი და მერე ჩვენ თანამშრომლობას ხელს ვეღარაფერი შეუშლის".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"