ისღა დაგვრჩენია, გამოსავლის ძიებაში რაც შეიძლება მეტი კომპეტენტური პირის აზრი მოვისმინოთ. გვესაუბრება ჩვენი კოლეგა, სპორტული ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე...
- ლევან, ჩვენი რეალობისთვის ყველაზე აქტუალური საკითხით დავიწყოთ. ჩვენ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში კი დააფიქსირეთ თქვენი აზრი, მაგრამ ახლა უფრო ვრცლად გვითხარით - ვინ მიგაჩნიათ შექმნილ სიტუაციაში ნაკრების მთავარი მწვრთნელობის ყველაზე სასურველ კანდიდატად?
- ჯერ კიდევ თემურ
მოგვიანებით, თქვენს გაზეთში წავიკითხე შოთა არველაძის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში მისი მოსვლა გამორიცხულია. აქედან გამომდინარე, დამრჩა ერთი ფავორიტი - კახა ცხადაძე.
ძალიან მომწონს ცხადაძის ერთი განცხადება - ის მზადაა, ორ შესარჩევ მატჩში უფასოდ უხელმძღვანელოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. რაც მთავარია, კახას ბოლოდროინდელ განცხადებებში ჩანს ოპტიმიზმის მარცვალი. ის ამბობს, რომ თუ მოვა ნაკრებში, მაშინ ეროვნული გუნდი კონკრეტული მიზნების მისაღწევად იბრძოლებს. ამის მოსმენა სასიამოვნოა ბოლოდროინდელი განცხადებების ფონზე, რომელთა მიხედვითაც "ქართული ფეხბურთი ჭაობშია", "უკვე მოკვდა" და ასე შემდეგ.
- თქვენი აზრით, უპირველეს ყოვლისა, რა უნდა შეცვალოს ნაკრებში ახალმა მთავარმა მწვრთნელმა?
- ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა, მან დაკარგული რწმენა უნდა დაუბრუნოს ფეხბურთელებს. ბოლო დროს, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის, ისე ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ამ მოთამაშეების შესაძლებლობების გაუთავებელ დაკნინებას. მეტიც - ასეთი განცხადებები სანაკრებო შეხვედრების წინაც კი ისმოდა.
ფიფას რეიტინგი ყველამ ვნახეთ. ტრაგედია მარტო ის არ არის, რომ ფარერები გვისწრებს. უკვე ჩვენზე წინ არიან ისეთი კუნძულებიც კი, რომელთა არსებობის შესახებ აქამდე მხოლოდ რობინზონს თუ ეცოდინებოდა რამე... ფაქტია, ასე გაგრძელება შეუძლებელია.
საქართველოს ნაკრების ამ თაობას იმის პოტენცია მაინც აქვს, რომ ფიფას რეიტინგში სადღაც 70-ე ადგილი ეკავოს. ამის ურყევად მჯერა.
- სად გადის ამ თაობის შესაძლებლობების ზღვარი? რეალურად რისი მიღწევა შეუძლიათ ამ ბიჭებს?
- ობიექტურად რომ შევხედოთ, რთულია, წილისყრის შემდეგ თქვა, რომ საქართველოს ნაკრები აუცილებლად გავა ამა თუ იმ დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე. ეს ასეა, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი კანონზომიერად რომ ხდებოდეს, მაშინ ის ფასს დაკარგავდა.
მითხარით, ვინ ელოდა მსოფლიოს ჩემპიონატზე კოსტა-რიკის ნაკრების ასეთ გამოსვლას? ვინ იფიქრებდა, რომ ასე დაიწყებდა ევროშესარჩევ ციკლს ისლანდია და რომ სლოვაკეთს ამ დროისთვის ასპროცენტიანი შედეგი ექნებოდა ჯგუფში. მწვრთნელი იმისთვის არის საჭირო, რომ ზოგჯერ შეუძლებელი შეძლოს. გავიხსენოთ, როგორ მოაგებინა ევროპის ჩემპიონატი ოტო რეჰაგელმა საბერძნეთს? - ორჯერ მოუგო პორტუგალიაში გაცილებით უკეთ დაკომპლექტებულ მასპინძელს.
სულ ამბობენ, რომ ეს თაობა ცუდი და არაფრისმაქნისია. მგონი, მხოლოდ ეს ბიჭები არ არიან დამნაშავენი. დარწმუნებული ვარ, თორნიკე ოქრიაშვილი 60-იან წლებში რომ დაბადებულიყო, ის 1981 წლის "დინამოში" მოხვდებოდა. ვლადიმერ გუცაევი რომ ახლა დაბადებულიყო, მას შეიძლება ხაბაროვსკში ან მახაჩყალაში ერბინა კაპიკებზე. არავინ იფიქროს, რომ ოქრიაშვილსა და გუცაევს ვადარებ ერთმანეთს. გუცაევი ჩემი კერპია. უბრალოდ, ყურადღება გავამახვილე იმ რეალობაზე, რომელიც დღეს არის ქართულ ფეხბურთში.
- როგორ შეაფასებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მუშაობას? ფაქტია, ამა თუ იმ ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების დინამიკაზე სწორედ ფედერაციაა პასუხისმგებელი...
- რადგან ყველა ქვეყანაში არსებობს ფეხბურთის ფედერაცია, გამოდის, რომ ის საჭიროა. ფედერაციამ უნდა განაგოს ფეხბურთი ქვეყანაში. მისი მუშაობა კი ფეხბურთის დონით და მიღწეული შედეგებით ფასდება. ჩვენ არ გვაქვს შედეგი ფეხბურთში, მაგრამ სპორტის სხვა სახეობებში კი გვაქვს - ავიღოთ თუნდაც რაგბი, ავიღოთ კალათბურთი...
არა მგონია, საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატი ევროპულ პირველობებს უწევდეს კონკურენციას. ან ხელბურთზე ვთქვათ - ჩვენი ნაკრები შინ ყველას უგებს. ფეხბურთელს რომ კარგად აცვია და კარგად ჭამს, ეს არ არის საკმარისი. ხალხი ითხოვს შედეგს. შედეგი კი არ ჩანს.
არ შემიძლია, ერთ დეტალზეც არ გავამახვილო ყურადღება. გაუთავებლად კეთდება აქცენტი დიდი თანხების არქონაზე. ჩემი აზრით, ამ კუთხით ევროპულ ფეხბურთს მხოლოდ საკლუბო სეგმენტში ჩამოვრჩებით. არა მგონია, ვთქვათ, ესტონეთის ფეხბურთის ფედერაცია უფრო მდიდარი იყოს, ვიდრე საქართველოსი.
- ბოლოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მომავალ არჩევნებზე გკითხავთ. ჩვენთვის აბსოლუტურად სულ ერთია, ვინ გაიმარჯვებს. მთავარია, ქართულ ფეხბურთს ეშველოს. თქვენც იმედით ელით ამ არჩევნებს?
- ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს ქართულ საფეხბურთო თემთან და უნდა გითხრათ, რომ არა მარტო მე, არამედ ყველა მოუთმენლად ელის ამ არჩევნებს.
ჩვენ დაახლოებით ვიცით, ვინ იქნებიან კანდიდატები, მაგრამ არ ვიცით მათი საარჩევნო პროგრამების თაობაზე. ალბათ, მოვა დრო და ესეც გვეცოდინება. მაშინ თითოეული მათგანის პლუს-მინუსზე უფრო დაწვრილებით შეგვეძლება საუბარი.
გასაგებია, რომ ფეხბურთის ფედერაციას 2015 წლის 31 დეკემბრამდე შეუძლია არჩევნების დანიშვნა. დროის გაწელვის არგუმენტად თბილისში გასამართ სუპერთასის მატჩს იშველიებენ. არა მგონია, პლატინის იმ პირობით მიეცა თბილისისთვის სუპერთასის გამართვის უფლება, რომ ამ მომენტისთვის მაინცდამაინც ზვიად სიჭინავა უნდა ყოფილიყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ხომ თქვა სიჭინავამ, რომ არ გამორიცხავს არჩევნებში მონაწილეობას? იყაროს კენჭი და რა ვიცით, იქნებ, მოიგოს კიდეც.
ჩემი აზრით, არჩევნების რაც შეიძლება ადრე დანიშვნა კარგი ჟესტი იქნებოდა ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან. წაგების შემთხვევაში კი, სულაც არ ვარ მომხრე, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დასაქმებული ადამიანები გაქრნენ ქართული ფეხბურთიდან. ისინი თავისუფლად შეიძლება დასაქმდნენ თუნდაც ჩვენს კლუბებში...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ჩემი მეთოდით ვარჯიჩი შეიძლება 5 წლიდან!
zaza! მსოფლიოში უკეთესი მეთოდებიც არსებოს, თუნდაც გერმამიის ნაკრების ფიზმომზადების ახალი მეთოდი. სამწუხაროდ ასეთ თემებზე აქ არ საუბრობენ. ჩვენთან "ყველაფრისმცოდნეობაა" მოდაში და გერმანელებს როგორ ვთხოვთ გამოცდილების გაზიარებას?
ვერც ერთი პროფესიონალი ვერ იტყვის (ვინც ჩემს ვარჯიშს დაესწრო), რომ ჩემი მეთოდის მსგავსი სწრაფი შედეგი სადმე უნახავს ან წაუკითხავს! თუ ჰკითხავთ მაშინ რატომ არ იყენებთო, უბრალოდ არ გიპასუხებენ. თუმცა ხშირად მოსულან ისეთები, რომლებიც ვერ იჯერებდნენ და უნდოდათ ნიშნისმოგებით ეთქვათ: "ხომ ვამბობდი ეს შეუძლებელიაო". სამაგიეროდ ყველა ამბობს: "ვერაფრით დავიჯერებდი, რომ მსგავსი რამ შესაძლებელი იყოო".
ვეთანხმები ბ-ნ ლევანს! შეუძლებელი კი ხშირად კარგად დავიწყებული ძველია. ჩვენი წინაპარი თუ უძლებდა გაუთავებელ ომებს, ქართველმა ფეხბურთელმა 90 წუთი რომ გაძლოს რატომ არის წარმოუდგენელი?
ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავმეორდები:ფეხბურთელს მოეთხოვება ის, რაც მწვრთნელმა ასწავლა. 90 წუთის განმავლობაში რომ არ დაიღალონ ამის სწავლას 30 წუთიანი 2 მსუბუქი ვარჯიში სჭირდება. ამის შემდეგ თამაშის ხარისხი რომ გაუმჯობესდება ამაზე არავინ დავობს. მხოლოდ იმის დაჯერება უჭირთ, რომ 2 ვარჯიში ამისთვის სრულიად საკმარისია (47+5 მეთოდიკით ვარჯიშს ვგულისხმობ).
თუ ვინმეს შეკითხვები გაუჩნდება სწრაფად აღდგენასთან დაკავშირებით აქვე მომწერეთ და გიპასუხებთ!