გოჩა ჯამარაული: კახა ცხადაძე? რატომაც არა?!

AutoSharing Option
43 წლის გოჩა ჯამარაული საქართველოს ნაკრებში არასოდეს ყოფილა რიგითი ფეხბურთელი. მას სტადიონზე გულშემატკივარი მიჰყავდა და მაღალოსტატური გარჯით ფეხბურთის გურმანის გულს იგებდა. მას 62 სანაკრებო შეხვედრა ჩაუტარებია და 6 გოლი გაუტანია.

სწორედ ჯამარაულს ვესაუბრეთ ჩვენი ეროვნული გუნდის დღევანდელობაზე...

- ამ ბოლო დროს მეც ძალიან ხშირად ვფიქრობ იმაზე, თუ როგორი მთავარი მწვრთნელი სჭირდება საქართველოს ნაკრებს, - გვითხრა ჯამარაულმა საუბრის დასაწყისში, - ფაქტია, უმძიმეს მდგომარეობაში ვართ და ამის დალაგება არ იქნება იოლი, თუმცა ვიღაცამ ეს უნდა შეძლოს.

პირადად მე, მინდა ისეთი მწვრთნელი, რომელიც
საქართველოს ნაკრებს სანახაობრივ ფეხბურთს ათამაშებს. მთელი 90 წუთის განმავლობაში გულშემატკივარი არ უნდა ჯდებოდეს სკამზე - აი, ასეთი მწვრთნელი მინდა საქართველოს ნაკრებში.

- როგორ ფიქრობთ, ამ ეტაპზე ქვეყნის პირველი გუნდი ქართველმა უნდა გაწვრთნას თუ უცხოელმა?
- მე არ ვიცი, ზუსტად რა მდგომარეობაა ბიუჯეტის მხრივ. ჩემი აზრი ასეთია - ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებისთვის უმჯობესი იქნება ქართველი სპეციალისტი. მგონი, ჩვენ არ გვაქვს ახლა იმის ფუფუნება, რომ დიდი ფული გადავუხადოთ უცხოელს. არიან ქართველი მწვრთნელები, რომლებიც ამ შანსს იმსახურებენ. ახლა ჩამოთვლა და დაკონკრეტება არ მინდა.

ერთია - თუ ქართველს შანსი არ მივეცით, ვერასოდეს გავიგებთ, რეალურად რა შეუძლია აქაურ სპეციალისტს. მჯერა, რომ იმ კანდიდატურებში, რომლებიც განიხილება, არიან მწვრთნელები, საქართველოს ნაკრებისთვის წარმატების მოტანა რომ შეუძლიათ.

- რთულია, გამოარჩიო კონკრეტული ნიუანსი, მაგრამ მაინც - რა უნდა შეიცვალოს პირველ რიგში საქართველოს ნაკრების თამაშში?
- მე მაინც ჩემი პოზიციიდან შევხედავ. შუაში სამი ნახევარმცველით რომ ვთამაშობთ, სამივემ ბურთი უნდა "იცოდეს". სწორედ მათ მიჰყავთ თამაში. აქ საუბარი აღარ არის დაცვაში თამაშზე. ეს თავისთავად იგულისხმება. დღეს ყველამ "იცის" ბურთი, მეკარემაც - კი. არადა, ადრე თითქმის არავინ თვლიდა მეკარეს ფეხბურთელად. 10 კაცი წინ და 10 უკან - ესაა დღეს ფეხბურთი.

ამას წინათ, ერთ-ერთ ანალიტიკურ გადაცემას ვუყურე. ინგლისური გადაცემა იყო. ალექსის სანჩესი გააკრიტიკეს, დაცვაში თამაში არ იცისო. თავად გამოიტანეთ დასკვნა, საით მიდის ფეხბურთი - კაცი დაფრინავს შეტევაში და დაცვაში თამაშს სთხოვენ. არ არის საკმარისი მხოლოდ ჩამშლელი ფეხბურთელები. ახალმა მწვრთნელმა აუცილებლად უნდა იპოვოს შემქმნელი მოთამაშეები. ეს არის ის, რის თქმის უფლებასაც მივცემ თავს, ჩემი სათამაშო პოზიციიდან გამომდინარე.

- დაკონკრეტებას ერიდებით, მაგრამ რას ფიქრობთ თუნდაც კახა ცხადაძეზე, ვინც მზადაა, უახლოეს ორ ევროშესარჩევ შეხვედრაში უხელფასოდ გაუძღვეს ნაკრებს?
- რატომაც არა?! კახას ტიტულები არ აკლია. მას შანსი არასდროს ჰქონია ნაკრებში...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გოჩა, შენს პირს შაქარი , მაგრამ შენ თუ არა ვინ უნდა იცოდეს ყველაზე კარგად, რომ ჩვენმა დღევანდელმა ნაკრებმა რომ თავკუდმოგლეჯილი შეუტიოს გერმანიის ნაკრების, გოლების რაოდენობას ვეღარ დათვლი ჩვენი ნაკრების კარში. ან ვინ უნდა შეუტიოს, გაფიცებ ყველაფერს, ააა! მინდა შეგახსენო, რომ თქვენი თაობა, რომელიც 100 თავით მაღლა იდგა დღევანდელ ნაკრებზე (სამწუხაროდ თქვენც ვერაფერს მიაღწიეთ), ისიც ვერ აჩვენებდა ისეთ შემტევ ფეხბურთს, როგორიც შენ გინდა. შეტევას შემსრულებელი უნდა ჩემო კარგო.
0
რეებს წერ აბა, ტვინი გააქ ვიღაცა ხარ?
Chocho
00:43 05-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული