საქართველოს შანსი - როგორი იქნება "უეფას ერთა ლიგის" ფორმატი

AutoSharing Option
უეფას ინიციატივით, 2018 წლიდან ევროპაში ახალი სანაკრებო ტურნირი დაიწყება. მისი სახელწოდება იქნება - "უეფას ერთა ლიგა".

შეჯიბრება მიზნად ისახავს "ბებერ კონტინენტზე" სანაკრებო ამხანაგური მატჩების ჩანაცვლებას და ეროვნული გუნდებისთვის მოტივაციის გაზრდას.

უკვე გამოქვეყნდა ტურნირის ფორმატი. ერთა ლიგას ექნება 4 დივიზიონი. თითოეული დივიზიონი დაიყოფა ოთხ ჯგუფად, ჯგუფებში იქნება 3 ან 4 გუნდი.

A, B, C და D დივიზიონებში გუნდები გადანაწილდებიან სიძლიერის მიხედვით.
A დივიზიონში მოხვდებიან უმაღლესი რეიტინგის გუნდები, D-ში კი - განთესვის მომენტში ყველაზე სუსტები.
A და B დივიზიონები შედგება ოთხი ჯგუფისგან,
თითოეულ მათგანში იქნება 3 გუნდი.
C დივიზიონს შეადგენს ორი სამგუნდიანი და და ორი ოთხგუნდიანი ჯგუფი.
D დივიზიონში ოთხივე ჯგუფი იქნება ოთხგუნდიანი.

გუნდები ჯგუფებში გადანაწილდებიან 2017 წლის 15 ნოემბერს გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით.

ოთხივე დივიზიონის გამარჯვებულს ექნება ევრო 2020-ზე თამაშის შანსი. დივიზიონის ჯგუფებში გამარჯვებულ ნაკრებებს ასევე ექნებათ შანსი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთონ. ისინი რეიტინგის მიხედვით გადანაწილდებიან და ფინალური ტურნირის ოთხ ადგილს გაითამაშებენ.

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებისთვის გამოიყოფა 6 სათამაშო დღე. 2-2 მატჩი გაიმართება 2018 წლის სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში. თითოეული დივიზიონის ოთხი გამარჯვებული საუკეთესოს 2019 წლის ივნისში გამოავლენს საპლეიოფო პრინციპით. გამარჯვებული ნაკრები დაბალი დივიზიონიდან ზედაში აინაცვლებს.

ოთხთა ტურნირის ნახევარფინალური და ფინალური მატჩების ჩატარების ადგილი განსაზღვრული იქნება უეფას მიერ.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო მატჩები 2020 წლის მარტში შედგება.

შეცვლილი ფორმატით გაიმართება თავად ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი. ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდებიან ის გუნდები, რომლებიც ათ შესარჩევ გჯუფში პირველ და მეორე ადგილებს დაიკავებენ. მათ დაემატება ერთა ლიგის პლეი ოფის ოთხი გამარჯვებული და კონტინენტის პირველობა 24-გუნდიანი იქნება.

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპი 2019 წლის მარტში აიღებს სტარტს. მარტში, ივნისში, სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში შედგება ორ-ორი შეხვედრა. სულ შეიქმნება 10 ჯგუფი.

ერთა ლიგის დივიზიონებში გამარჯვებული 16 გუნდი რეიტინგის მიხედვით ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. ჯგუფების გამარჯვებულები ევროპის პირველობაზე იასპარეზებენ.

იმ შემთხვევაში, თუ ერთა ლიგის ოთხთა ტურნირში აღმოჩნდება კონტინენტის პირველობაზე გასული გუნდი, მის ადგილს რეიტინგის მოწინავე ნაკრები დაიკავებს.

ამ დროისთვის, საქართველო უეფას რეიტინგში 41-ე ადგილზეა. ახლა რომ იწყებოდეს ერთა ლიგა, საქართველო D დივიზიონის C ჯგუფში მოხვდებოდა. მეტოქეებად გვეყოლებოდნენ ბელორუსი, ლუქსემბურგი და ანდორა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
საქართველოს ნაკრებისათვის სხვა ლიგა ,,გაჭირვებულთა' ან ,,უბედურთა''ლიგა უნდა შეიქმნას !
berjavaxi
11:27 11-12-2014
0
ჩვენი ნაკრებისათვის უფრო სხვა ლიგა-,,უბედურტა ან გაჭირვებულთა ლიგა უნდა სეიქმნას !
berjavaxi
11:29 11-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული