საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტს და მომავალ პრეზიდენტობის კანდიდატებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები მწვრთნელის გარეშეა და ჩვენც, ყველანი, ისევ არჩევანის წინაშე ვართ, რადგან ფეხბურთი, ნამდვილად არ არის მხოლოდ სპორტის სახეობა საქართველოში და ის საყოველთაო, საერთო-სახალხო თამაშია.

შესაბამისად, ქართული ფეხბურთის პრობლემაც, ყველას გვაწუხებს და ჩვენი მიმართვის ადრესატიც ნებისმიერი ქომაგია, ვისაც ჩვენსავით სურს, რომ ვითარება საქართველოს ნაკრებში, უკეთესობისკენ შეიცვალოს.

ჯერჯერობით კი, უკეთესობისკენ, მხოლოდ წინაპირობა შეიცვალა და წინამორბედებისაგან განსხვავებით, ნაკრების ახალ მწვრთნელს, უფრო მეტი დრო ექნება ნაკრების ჩამოსაყალიბებლად.

სამწუხაროა რომ ჩვენი ნაკრები, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვეღარ მოხვდება, მაგრამ ეს სამწუხარო რეალობა, ნაკრების მომავალ
მწვრთნელს, სწორედ იმის დროს და საშუალებას მისცემს, რომ მან უპირველესად (სატურნირო წნეხის გარეშე), გუნდის შექმნაზე იზრუნოს.

საამისო და შესაბამისი საფეხბურთო რესურსი ახალგაზრდა თაობის სახით, საქართველოში ნამდვილად არსებობს, რაზეც ახალგაზრდულ ნაკრებთა წარმატებებიც მეტყველებს, მაგრამ მთავარი პრობლემა, ისევ მათი პროფესიონალ სპორტსმენებად ფორმირება და ჩამოყალიბებაა.

ამიტომაც ახლა, განსაკუთრებულად გვჭირდება ნაკრების ისეთი მწვრთნელი, რომელსაც სხვა დანარჩენ თვისებებთან ერთად, პედაგოგიური უნარიც ექნება ახალი თაობის სწორად აღსაზრდელად.

ჩვენ გვჭირდება ნაკრები, რომელსაც წარმატებული, გონიერი და ნიჭიერი მწვრთნელი ეყოლება აუცილებელი საერთაშორისო გამოცდილებით და ჩვენი სუბიექტური აზრით, სწორედ ასეთია შოთა არველაძე, ვისი საფეხბურთო და სამწვრთნელო კარიერაც, ნებისმიერი ახალგაზრდა ქართველისთვის, საუკეთესო მისაბაძი მაგალითია. თუმცა ჩვენ არ გვინდა რომ ეს, მხოლოდ რომელიმე საფეხბურთო (ან არასაფეხბურთო) დაჯგუფებისა თუ კლანის, ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი თუ ახალი მესვეურების არჩევანი იყოს და ამიტომაც მივმართავთ ყველას რომ საჯარო დისკუსიაში მიიღოს მონაწილეობა.

გვინდა რომ მხარდამჭერების საჯარო და არგუმენტირებულმა მოთხოვნამ, (მიუხედავად ობიექტური და სუბიექტური სირთულეებისა), სწორედ ახლა მიაღებინოს შოთა არველაძეს ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენის აზრით, ყველაზე მეტად სჭირდება დღევანდელ ქართულ ფეხბურთს.

ჩვენი სურვილია რომ ეს არჩევანი გავაკეთოთ ღია და საჯარო დიალოგის შედეგად და ამ პროცესში ყველამ მივიღოთ მონაწილეობა, ვისთვისაც სულერთი არ არის ქართული ფეხბურთის ბედი და მომავალი. ვიყოთ ლოგიკურები და ობიექტურები და გადაწყვეტილება მივიღოთ არა იმის მიხედვით თუ რა იქნება უკეთესი პირადად ჩვენთვის, არამედ იმის მიხედვით, რაც ჩვენს ფეხბურთსა და ქვეყანას, ყველაზე მეტად გამოადგება...

თუ ეთანხმებით შოთა არველაძის კანდიდატურას საქართველოს ნაკრების მწვრთნელად, მოიწონეთ და გააზიარეთ".

"ფეხბურთი მედია უფლებები"

R
მკითხველის კომენტარები / 5 /
შოთ არველაზე დღესდღეობით ყველაზე წარმატებული ქართველი მწვრთნელი, ფეხბურთელი და ადამიანია, იმის და მიუხედავად მოსწონს ის ან მისი ძმა ვინმეს თუ არა. და თუ საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთსო ქართველი მწვრთნელი გვინდა, მაშინ შოთა არველაძის კანდიდატურა უნდა იდგეს პირველ ადგილზე. სხვა საქმეა მას თვითნ უნდა თუ არა აღმავლობის გზაზე მდგარი კარიერით ასე გარისკვა. მე მას უკეთესი დროისათვის „შემოვინახავდი“. ამიტომ მე პირადად ამ ეტაპზე ცხადაძის ან თეთრაძის კანდიდატურებს ვემხრობი, განსაკუთრებით თეთრაძის, რომელსაც ზუსტად ასეთი ჩამორჩენილი გუნდების გარკვეულ დონემდე აღზევების უნარი აქვს და რაც არაერთხელ დაამტკიცა რუსეთის ჩემპიონატში.
ირაკლი
10:04 10-12-2014
0
es kide erti yvaryvare agar gvinda esenic gyveyopa, an cxadaze an geguchaze
sandro
03:34 10-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული