კახა ცხადაძის საქართველოს ნაკრებში დანიშვნა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია!

AutoSharing Option
გადამოწმებული და დაზუსტებულია: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი კახა ცხადაძე ყველაფერზე შეთანხმდნენ!

ქვეყნის მთავარი გუნდის ვაკანტური პოსტისკენ სავალ გზაზე ცხადაძეს ერთადერთი "დაბრკოლება" დარჩა - დღეს ის "ინტერის" მეპატრონეს შეხვდება, ვისთანაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და თითქმის არ არსებობს შანსი, რომ ბაქოური კლუბის პირველკაცმა ცხადაძეს უარი უთხრას.

ჩვენი ინფორმაციით, საქმე ასე იქნება - ცხადაძე მალტასთან ამხანაგურ და გერმანია-პოლონეთთან ევროშესარჩევ მატჩებში დამოძღვრავს საქართველოს ნაკრებს და, იმავდროულად, "ინტერში" სეზონს დაასრულებს.

ამ დროისთვის, ეს გუნდი საჩემპიონო მარულაშია ჩართული და ცხადაძის სამწვრთნელო
გამოცდილება ჰაერივით სჭირდება. სეზონის დასრულების შემდეგ კი ცხადაძე მხოლოდ საქართველოს ნაკრებში იმუშავებს.

46 წლის ცხადაძეს, ვინც ფეხბურთელობის ჟამს საქართველოს ნაკრების კაპიტანი იყო, "ინტერის" გარდა, სხვადასხვა დროს "ლოკომოტივი", თბილისის "დინამო", "სიონი", ბაქოს "სტანდარტი" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გაუწვრთნია.

მის სამწვრთნელო მონაგარშია საქართველოს ჩემპიონობა (ორჯერ), სუპერთასი, აზერბაიჯანული ოქრო და თანამეგობრობის თასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
მეცოდება,კარიერას დააზარალებს!
იმერელი
20:02 11-12-2014
0
საცოდავი
megreli
16:08 16-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული