ასე სულ იქნება ლაპარაკი, რომ ახალი ნაკრები ყალიბდება, რომ მწვრთნელს უნდა ვაცალოთ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" "ოქროს თაობის" ფორვარდი ვლადიმერ გუცაევი ნაკრებში ქართველი მწვრთნელის დანიშვნას ემხრობა და მიიჩნევს, რომ უცხოელზე დიდი ხელფასის დახარჯვა გაუმართლებელი იქნება.

"ეს საკითხი ფეხბურთის ფედერაციის გადასაწყვეტია, - ამბობს გუცაევი, - არჩევანი დროულად უნდა გაკეთდეს.

მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მაღალანაზღაურებადი მწვრთნელის ჩამოყვანის ფუფუნება არ აქვს, რადგან ჩვენი ფეხბურთი მაღალ დონეზე არ არის და ეროვნული გუნდის ახალ დამრიგებელს ამბიციური გეგმები ვერ ექნება.

ამიტომ მწვრთნელი პერსპექტივის გათვლით უნდა დაინიშნოს, ისეთი, რომელსაც გამოცდილებაც აქვს და სხვებთან შედარებით, უკეთესი შედეგებისთვისაც მიუღწევია".

ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი
მიიჩნევს, რომ ახალ მწვრთნელთან ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმებაც გაუმართლებელი იქნება:

"არანაირად არ შეიძლება, რომ ნაკრების დამრიგებელს ხანგრძლივი ხელშეკრულება გაუფორმონ. ჩემი აზრით, მწვრთნელმა ერთი ციკლი უნდა იმუშაოს. ასე უფრო მობილიზებული იქნება და გამოავლენს, რისი უნარი აქვს.

თუ პირველ ციკლში ვერაფერს მიაღწია, დარწმუნებული ვარ, შემდგომშიც ვერაფერს გახდება და ასეთს გულშემატკივარიც ვერ ენდობა. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ხალხს მწვრთნელის და მისი გუნდის პერსპექტივის უნდა სჯეროდეს".

გუცაევის აზრით, ეროვნულ გუნდში გაუთავებელი ექსპერიმენტები უნდა დასრულდეს:

"წლები გადის და ჩვენი ეროვნული ნაკრები ღირებულს ვერაფერს აღწევს. გაუთავებლად ახალი გუნდის ჩამოყალიბებაზე ვლაპარაკობთ. ამის შედეგი არაერთხელ გამოჩნდა, მაგრამ ჭკუა ვერ ვისწავლეთ და კვლავ იმავეს ვაგრძელებთ.

ამიტომ ახალმა მწვრთნელმა ნაკრებში მუშაობა ახალი გუნდის ჩამოყალიბებით კი არ უნდა დაიწყოს, არამედ არსებული რესურსი უნდა გამოიყენოს.

სხვაგვარად, სულ იქნება ლაპარაკი, რომ ახალი გუნდი ყალიბდება, რომ მწვრთნელს შედეგი ჯერ არ უნდა მოვთხოვოთ, რომ უნდა ვაცალოთ და ასე შემდეგ.

მაგრამ ამასობაში, წლები გადის და ვერაფერს ვაღწევთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
დიდი პატივისცემით მოგმართავთ რომ თქვენმა ფეხბურთმა წაუშლელი კვალი დატოვა გულშემატკივრების გულში, მაშინ ქვეყანა ცხოვრობდა ფეხბურთით, ერთი კია, ექსპერიმენტები მარტო დინამოში კი არა ქვეყანაშიც უნდა დამთავრდეს.
jemali
16:06 23-12-2014
0
უნდა წავიდეს რეზი და დომენტი და მერე გავარკვიოთ.
domenti
17:09 23-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული