ამის თაობაზე, "ლელო" ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს დაუკავშირდა. აი, რა გვითხრა მან:
"სანაკრებო თემაზე, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია: საქართველოს ნაკრებს, სავარაუდოდ, ახალ წლამდე ეყოლება ახალი მთავარი მწვრთნელი".
შეგახსენებთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეროვნული გუნდის თავკაცის პოსტზე ყველაზე რეალური კანდიდატი ბაქოს "ინტერის" მწვრთნელი კახა ცხადაძეა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"