ნაკრებს მწვრთნელი ახალ წლამდე ეყოლება - ვინაა ყველაზე რეალური კანდიდატი?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯერაც ახალი მთავარი მწვრთნელის მოლოდინშია. საინტერესოა, რა ეტაპზეა ქვეყნის მთავარი გუნდისთვის თემურ ქეცბაიას შემცვლელის მოძიების პროცესი?

ამის თაობაზე, "ლელო" ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს დაუკავშირდა. აი, რა გვითხრა მან:

"სანაკრებო თემაზე, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია: საქართველოს ნაკრებს, სავარაუდოდ, ახალ წლამდე ეყოლება ახალი მთავარი მწვრთნელი".

შეგახსენებთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეროვნული გუნდის თავკაცის პოსტზე ყველაზე რეალური კანდიდატი ბაქოს "ინტერის" მწვრთნელი კახა ცხადაძეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯერ თქვენ მოგიწევთ წასვლა არველაძეებო, და შემდეგ დანიშნონ მთავარი მწვრთვნელი, დროებით კი იყოს ბატონი ცხადაძე.ეხლა მთავარია ეს ფედერაცია ვაიძულოთ რომ კანონის მიხედვით არჩევნები ჩაატარონ, და მასში გარეული არ იქნეს ძველი სიჭინავას მაფიოზური კლანი.
მამლუქი იმერი
15:58 24-12-2014
0
ჩაატარონ გამოკითხვა ხალხს ვინ ურჩევნია მთავარ მწვრთნელად. დღეს დღეობით შედეგი მაისურაძე გეგუჩაძეს ააქვს.არავის არ ჭირდება არველეძეების ძმაკაცობით დანიშნული მწვრთნელი!!!!
gurami
14:10 24-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული