საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე დაინიშნა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე დაინიშნა, რომელიც ამ თანამდებობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარადგინა.

25 დეკემბერს გაფორმებული კონტრაქტი 1 იანვრიდან 1 ივნისამდე პერიოდს მოიცავს და ცხადაძე ნაკრებში ბაქოს "ინტერის" პარალელურად იმუშავებს.

ამ პერიოდის შემდეგ კი ცხადაძესთან გრძელვადიანი კონტრაქტი გაფორმდება და ის ნაკრებს 2017 წლის ბოლომდე გაწვრთნის.

46 წლის ცხადაძეს, ვინც ფეხბურთელობის დროს საქართველოს ნაკრების კაპიტანი იყო, "ინტერის" გარდა, სხვადასხვა დროს თბილისის "ლოკომოტივი", თბილისის "დინამო", ბოლნისის "სიონი", ბაქოს "სტანდარტი" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები
გაუწვრთნია.

მის სამწვრთნელო მონაგარშია საქართველოს ჩემპიონობა (ორჯერ), სუპერთასი, აზერბაიჯანული ოქრო და თანამეგობრობის თასი.
მკითხველის კომენტარები / 9 /
Sul gibralta gyolodes jgufshi
vaivai
26 დეკემბერი 2014 21:56
0
კახა, ვინც ქართველია, ვინც თამაში იცის და პიროვნებები არიან ისინი დააბრუნე ნაკრებში!!!

დავით სირაძე, ოთარ მარცვალაძე, უმადურის დავიწყებულები
zviad
25 დეკემბერი 2014 22:44
0
ძალიან დიდი წინააღმდეგი ვიყავი ცხადაძის დანიშნვაზე,მაგრამ აწი რა გაეწყობა,მინდა წარმატებები ვუსურვო! კახა აბა შენ იცი დაუმტკიცე ყველა იმ ფეხბურთის გულშემატკივარს ვინც ჩემსავით წინააღმდეგი იყო შენი დანიშვნის,რომ შენ ამას შეძლებ და თავაწეული წახვალ ნაკრებიდან როცა ამის დრო მოვა,განსხვავებით ყველა შენი წინამორბედებისგან (შუშაკის გარდა)!!!
zura
25 დეკემბერი 2014 20:07
0
მეტი არაა ჩემი მტერი
zura
25 დეკემბერი 2014 19:52
0
წარმატებები!
mate
25 დეკემბერი 2014 19:29
0
მეწყინა მეტქი,ტყუილი იქნება,მაგრამ თუ მხოლოდ ნაკრებზე იზრუნებს და კლუბში აღარ იმუშავებს,აი ეს მინდა,ესეთი მწვრთნელი,აქ უნდა ცხოვრობდეს სულ და ჩვენი ფეხბურთის პულზე ედოს ხელი!დადიოდეს ყოველ ტურზე ხან სად და ხან სად,ყველა და ყველაფერი უნდა იცოდეს და იცნობდეს!მე მივულოცავ კახის ამ დუდ ნდობას და მჯერა ტლოპინასავით ქედმაღლობას და სიბრიყვეს არ ექნება ადგილი!და წაგებულ და ჩაგდებულ თამაშებზე,ერთ ხეირიან შეტევით კომბინაციას რო ვერ გავაკეთებთ(თუმცა გვეყო,აღარ გვინდა),არ იტყვის კარგად ვითამაშედო...წარმატებები კახა შენ და ჩვენ ნაკრებს!ამიიიიიინ!!!
davidbe
25 დეკემბერი 2014 19:04
0
მიდი მოვდივარ
lsd
25 დეკემბერი 2014 19:02
0
აბა წარმატებები იმედია მომავლის ქართველ ადამიანში სულ და დიდი იმედი მაქვს ამ იმედებს გაამართლებს ეს კაცი
giorgi mgl
25 დეკემბერი 2014 18:58
0
warmatebebi! gvishvelis exa es chven vitom ? )
ika
25 დეკემბერი 2014 18:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული