საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე დაინიშნა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე დაინიშნა, რომელიც ამ თანამდებობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარადგინა.

25 დეკემბერს გაფორმებული კონტრაქტი 1 იანვრიდან 1 ივნისამდე პერიოდს მოიცავს და ცხადაძე ნაკრებში ბაქოს "ინტერის" პარალელურად იმუშავებს.

ამ პერიოდის შემდეგ კი ცხადაძესთან გრძელვადიანი კონტრაქტი გაფორმდება და ის ნაკრებს 2017 წლის ბოლომდე გაწვრთნის.

46 წლის ცხადაძეს, ვინც ფეხბურთელობის დროს საქართველოს ნაკრების კაპიტანი იყო, "ინტერის" გარდა, სხვადასხვა დროს თბილისის "ლოკომოტივი", თბილისის "დინამო", ბოლნისის "სიონი", ბაქოს "სტანდარტი" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები
გაუწვრთნია.

მის სამწვრთნელო მონაგარშია საქართველოს ჩემპიონობა (ორჯერ), სუპერთასი, აზერბაიჯანული ოქრო და თანამეგობრობის თასი.
მკითხველის კომენტარები / 9 /
Sul gibralta gyolodes jgufshi
vaivai
21:56 26-12-2014
0
კახა, ვინც ქართველია, ვინც თამაში იცის და პიროვნებები არიან ისინი დააბრუნე ნაკრებში!!!

დავით სირაძე, ოთარ მარცვალაძე, უმადურის დავიწყებულები
zviad
22:44 25-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული