მე-18 მწვრთნელი კახა ცხადაძეა! ეროვნულ გუნდში ახალი ეპოქა იწყება

AutoSharing Option
მაშ, ასე! კახა ცხადაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია!

2014 წლის 14 ნოემბერს, საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებთა მატჩის შემდეგ გამართული პრესკონფერენცია უკანასკნელი აღმოჩნდა თემურ ქეცბაიასთვის ქვეყნის მთავარი გუნდის თავკაცის რანგში. იქიდან მოყოლებული, 25 დეკემბრამდე ნაკრები უმწვრთნელოდ იყო.

ამ დღეს კი თითქმის ისედაც გაცხადებული ამბავი ოფიციალურადაც გაცხადდა - მომდევნო 2 წელიწადისა და 7 თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მისი ყოფილი კაპიტანი კახა ცხადაძე დამოძღვრავს!..

...გივი ნოდია, გიგა ნორაკიძე, ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი, გიგლა იმნაძე, გაიოზ დარსაძე, მერაბ
ჟორდანია, გოჩა ტყებუჩავა, თემურ ქეცბაია, იოჰან ბოსკამპი, ალენ ჟირესი, კლაუს ტოპმიოლერი, ივო შუშაკი, პეტარ შეგრტი, ექტორ კუპერი - 1990 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ნაკრები ამ სპეციალისტებს გაუწვრთნიათ, თანაც, დავით ყიფიანსა და ალექსანდრე ჩივაძეს ორ-ორჯერ მოუწიათ მეტად პრესტიჟული და, ამავდროულად, ძალზე რთული და საპასუხისმგებლო მისიის შესრულება!

საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში მე-18 მთავარ მწვრთნელს, კახა ცხადაძეს, ერთი შეხედვით, დიდი წარდგენა არც სჭირდება. მას წარმატებული საფეხბურთო კარიერაც ჰქონდა და არანაკლებ წარმატებული გამოდგა მისი საქმიანობა სამწვრთნელო ასპარეზზეც.

თუმცა, ისიც ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრებში ახალი მთავარი მწვრთნელის მისვლა "ჩვეულებრივი ამბავი" ნამდვილად არ არის. ამით ეროვნულ გუნდში ახალი ეპოქა იწყება.

დოსიე:
კახა ცხადაძე
დაიბადა 1968 წლის 7 სექტემბერს, რუსთავში

საფეხბურთო კარიერა
1985-87 მეტალურგი რ. -
1988-89 დინამო თბ. 41 (1)
1990-91 იბერია თბ. 44 (2)
1990-92 დსთ-ს ნაკრები 6 (1)
1991 სუნდსვალი შვედ. 7
1992 სპარტაკი მ. 7
1992 დინამო მ. 12
1993-96 აინტრახტი ფრ. 73 (1)
1994-98 საქართველოს ნაკრები 25 (1)
1997 ალანია 17 (1)
1998-2000 მანჩესტერ სიტი 12 (2)
2000-02 ლოკომოტივი თბ. 22
2003-04 ანჟი 40 (1)

სამწვრთნელო კარიერა
2001-02 ლოკომოტივი* თბ.
2005 დინამო თბ.
2006-08 სიონი ბოლ.
2008 სტანდარდი აზერ.
2009 საქართველო U21
2009 - ინტერი (ბაქო, აზერბაიჯანი)
2014 - საქართველოს ერ. ნაკრები
* მოთამაშე-მწვრთნელის რანგში

ტიტულები/მიღწევები
საფეხბურთო კარიერა:
საქართველოს ორგზის ჩემპიონი; რუსეთის თასის მფლობელი; რუსეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი; ბუნდესლიგის მესამე პრიზიორი; ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის; ევროპის 1992 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე; იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი კაპიტანი.

სამწვრთნელო კარიერა:
საქართველოს ორგზის ჩემპიონი (დინამო თბ - 2005, სიონი - 2006); საქართველოს სუპერთასის მფლობელი (2005); აზერბაიჯანის ჩემპიონი (2010); "თანამეგობრობის თასის" გამარჯვებული (2011); აზერბაიჯანის ჩემპიონატის ვერცხლის (2014) და ორგზის ბრინჯაოს (2012, 2013) პრიზიორი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული