საქართველოს ნაკრებში ისეთი რამეები ხდებოდა - რა უთხრა თემურ ქეცბაიამ Sunday Sun-ს

AutoSharing Option
Sunday Sun-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში თემურ ქეცბაიამ "ნიუკასლ იუნაიტედის" გაწვრთნის თაობაზე დაინტერესება გამოხატა.


თუმცა იმ ინტერვიუში ქეცბაია საქართველოს ნაკრების თემასაც შეეხო, კერძოდ კი, ისაუბრა იმაზე, თუ რატომ წავიდა ის ნაკრებიდან.

"ქეცბაიამ დატოვა საქართველოს ნაკრების პოსტი მას მერე, რაც ფედერაციით გულაცრუებული დარჩა. აგრეთვე იმის გამო, რომ აკლდა ფეხბურთელებთან ყოველდღიური კონტაქტი, რაც საკლუბო მწვრთნელებს აქვთ", - წერს Evening Chronicle.

"თვეზე მეტია, რაც საქართველოს ნაკრები დავტოვე, რადგან იქ მომავალი ვერ დავინახე. იქ ბევრი რამ იცვლებოდა, მაგრამ სასიკეთოდ
- არაფერი.

არ შეიძლებოდა ნაკრებში ჩემი დარჩენა, რადგან იქ ისეთი რამეები ხდებოდა, რომელსაც მე არც ვეთანხმები და არც მომწონს.

და თან მსურდა გუნდში მუდმივად საქმიანობა. ნაკრებში წელიწადში 5-6 ოფიციალური მატჩი თუ იყო, მე კიდევ ძველებური, ყოველდღიური შრომა მინდა, ფეხბურთელებთან მუდმივი კონტაქტი და მათი განვითარება", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს უნამუსო აფერისტი 3 წლის წინ უნდა გაეგდოთ ნაკრებიდან
GELA
08:46 08-01-2015
0
ნაკრების მწვრთნელობას რომ თანხმდებოდა, მაშინ არ იცოდა, რომ 5-6 თამაში ექნებოდა საქმე?
არქიფო სეთური
17:12 06-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული