დვალიშვილმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ არ ისურვა თავის დროზე ბაქოს "ინტერში" თამაში და გამოთქვა იმედი, რომ ამის გამო ცხადაძე მას ეროვნული გუნდის კარს არ დაუხურავს.
"აზერბაიჯანში თამაშის შანსი მქონდა. წინადადება მქონდა როგორც "ინტერისგან", ისე სხვა კლუბებისგან.
"ინტერში" ჩემი ხილვა კახაბერ ცხადაძეს სურდა, მაგრამ მე უარი ვთქვი, რადგან ევროპულ ჩემპიონატში თამაში მინდოდა.
ცხადაძე ძლიერი სპეციალისტია და მიხარია, რომ საქართველოს ნაკრების
გამიხსენებს თუ არა მე იმ ამბავს, რომ უწინ "ინტერში" მასთან თამაში არ ვისურვე? დარწმუნებული ვარ, რომ არა. ეს ფეხბურთია და მაშინ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე.
მოხარული ვიქნები, თუკი ცხადაძის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ", - თქვა 28 წლის ფეხბურთელმა.